—

დადასტურდა თუ არა საქართველოში ომიკრონი

21
დადასტურდა თუ არა საქართველოში ომიკრონი
მოსასმენად დააჭირეთ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს, რომ საქართველოში ომიკრონის შტამი ჯერ არ დაფიქსირებულა.

თუმცა, მისი თქით არსებობს ვირუსის საქართველოში გავრცელების რისკები და შტამის წინააღმდეგ მნიშვნელოვანია საზღვრების კონტროლი, რეგულაციების დაცვა და ვაქცინაცია.

"63-ზე მეტ ქვეყანაში არის დაფიქსირებული, რა თქმა უნდა, ჩვენც ვაგრძელებთ აქტიურ მონიტორინგს. დღეს არის ქვეყანაში იმის შესაძლებლობა, რომ საეჭვო შემთხვევა იქნეს გამოკვლეული და სექვინირების გზით დავადგინოთ, თუ საქმე გვაქვს ომიკრონთან. ჯერჯერობით შემთხვევა დადასტურებული არ არის, თუმცა, რა თქმა უნდა, მისი სწრაფი გავრცელების და მიგრაციის გამო, რისკები არსებობს და გამომდინარე აქედან, ისევ და ისევ მნიშვნელოვანია საზღვრებზე კონტროლის გაძლიერება, რაც ქვეყანამ უკვე დაიწყო, მაშინვე, როგორც კი ეს ინფორმაცია გავრცელდა. ასევე პირადი დაცვის საშუალებები, კოვიდ-რეგულაციების დაცვა და ვაქცინაცია.

მნიშვნელოვანი არის ის, რომ ვაქცინის დაცვის ეფექტი ძალაში რჩება ომიკრონთან მიმართებით, განსაკუთრებით მესამე - ბუსტერ დოზაზე კეთდება აქცენტი.

ჯერჯერობით არ არის დადასტურებული, საეჭვო შემთხვევები, რომლებიც გამოვლინდა შევისწავლეთ რამდენიმე და ომიკრონი არ დადასტურდა." - ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე. 

(Report)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →