—

შეიწყალებდა თუ არა გიორგი მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილს

32
შეიწყალებდა თუ არა გიორგი მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილს
მოსასმენად დააჭირეთ

დღეს რომ პრეზიდენტი იყოს, შეიწყალებდა თუ არა გიორგი მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილს - საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა აღნიშნულ შეკითხვას "მთავარი არხის" ეთერში უპასუხა.

დღეს რომ პრეზიდენტი იყოს, შეიწყალებდა თუ არა გიორგი მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილს - საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა აღნიშნულ შეკითხვას  "მთავარი არხის" ეთერში უპასუხა.

როგორც მარგველაშვილმა განმარტა, პრეზიდენტი არ უნდა იყოს მისთვის და მისი მხარდამჭერებისთვის დამამცირებელ ვითარებაში.

"ჩემი მიზანი იქნებოდა მისთვის, პრეზიდენტისთვის, მისი ამ პირობების შემსუბუქება... მე არ მინდა რომ ამაში ჩავერიო [შეწყალების საკითხი] იმიტომ, რომ არ მინდა მოქმედი პრეზიდენტის კომპეტენციაში შევიჭრა და პოზიცია დავაფიქსირო... მე მაშინაც მქონდა პოზიცია, რომ სააკაშვილს ქართული საზოგადოების წინაშე იმ კითხვებზე უნდა გაეცა პასუხი, პიჯაკებზე კი არა, ყველა კითხვაზე პასუხი გაეცა, და დღესაც მგონია, რომ მისი პრობლემა არა ის არის რომ სააკაშვილი ასე ვთქვათ პასუხს აგებს, პრობლემაა ის რომ ის, ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, ორჯერ არჩეული, იმ ვითარებაშია, რომელიც მისთვის დამამცირებელი და დამამძიმებელია... მე მიმაჩნია, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს იმ ვითარებაში, რომელიც არ იქნება მისთვის და მისი მხარდამჭერებისთვის დამამცირებელი", - ამბობს მარგველაშვილი. 

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →