—

არჩილ თალაკვაძე - გუნდში დაპირისპირება არის ჰაერიდან მოტანილი თემა

21
არჩილ თალაკვაძე - გუნდში დაპირისპირება არის ჰაერიდან მოტანილი თემა
მოსასმენად დააჭირეთ

არავითარი დაპირისპირება არ არის გუნდში - თუ ვინ იქნება ჯანდაცვის ახალი მინისტრი, ამ გადაწყვეტილებას პრემიერ-

მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიღებს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა ეკატერინე ტიკარაძის მიერ ჯანდაცვის მინისტრის პოსტის დატოვებისა და თანამდებობაზე მისი შესაძლო დანიშვნის თაობაზე დასმულ კითხვას.

თალაკვაძის განცხადებით, ჯანდაცვის მინისტრად ყველაზე ღირსეული კანდიდატურა იქნება შერჩეული.

„დაპირისპირება არის ჰაერიდან მოტანილი თემა ზოგიერთი ოპოზიციური ტელევიზიის მიერ, რომელსაც საკითხები და დღის წესრიგი ამოწურული აქვთ, ან უბრალოდ იგნორირებას უკეთებენ იმ მნიშვნელოვან საკითხებს, რომელიც საზოგადოებას ყველაზე მეტად აინტერესებს დღეს.

რასაკვირველია, არავითარი დაპირისპირება არ არის გუნდში და ბრიფინგმაც, რომელიც ჩაატარა მინისტრმა დაგვანახა, რომ აბსოლუტურად მშვიდ გარემოში იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული.

მე მინდა წარმატება ვუსურვო ქალბატონ ეკატერინეს შემდეგ საქმიანობაში, ასევე მინდა გითხრათ, რომ ახალი მინისტრის კანდიდატურა შიდა პოლიტიკური კონსულტაციებით იქნება შერჩეული და ამ გადაწყვეტილებას მიიღებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მინისტრის დანიშვნა და კანდიდატურაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება მისი პრეროგატივა გახლავთ. შესაბამისად, საზოგადოებასაც ის გააცნობს ამ გადაწყვეტილებას. მესმის, რომ თქვენ გინდათ, რომ გაუსწროთ მოვლენებს და პირველებმა შეატყობინოთ საზოგადოებას თუ რა გადაწყვეტილებები განიხილება, მაგრამ როგორც გითხარით, ეს გადაწყდება კონსულტაციებით, გადაწყვეილებას მიიღებს პრემიერ-მინისტრი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ მოცემულობაში, ამ ამოცანებთან მიმართებაში ყველაზე ღირსეული კანდიდატურა იქნება
ჯანდაცვის ახალი მინისტრი, ამ გადაწყვეტილებას მიიღებს პრემიერი“, - განაცხადა თალაკვაძემ.

İpn.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →