—

ძალიან დასუსტებულია, რამდენიმე ნაბიჯის გადადგმაც კი უჭირს - თინა ბოკუჩავა

19
ძალიან დასუსტებულია, რამდენიმე ნაბიჯის გადადგმაც კი უჭირს - თინა ბოკუჩავა
მოსასმენად დააჭირეთ

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ გორის სამხედრო ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ, სადაც მან ექსპრეზიდენტი მოინახულა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს მკვეთრად გამოხატული სისუსტე აქვს და მას რამდენიმე…

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ გორის სამხედრო ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ, სადაც მან ექსპრეზიდენტი მოინახულა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს მკვეთრად გამოხატული სისუსტე აქვს და მას რამდენიმე ნაბიჯის გადადგმაც კი უჭირს.

„ძალიან დასუსტებულია, ადამიანი დაინახავს ყოველგვარი სამედიცინო კვალიფიკაციის გარეშეც, რომ მას უჭირს გადაადგილება ერთ ოთახშიც, იმ მცირე მონაკვეთში. ამან განაპირობა ის, რომ მან ვერ შეძლო, წასულიყო სასამართლო სხდომაზე და ეს არის ძალიან შემაშფოთებელი. არ ვიცი, საერთოდ რამდენად შესაძლებელია საქართველოში გაიაროს რეაბილიტაცია. უჭირს რამდენიმე ნაბიჯის გადადგმაც კი, თვალხილულია ისიც, რომ მას სავარაუდოდ აქვს თავბრუსხვევა ან მსგავსი ნევროლოგიური პრობლემა, რომელიც გამოწვეულია ამ ზოგადი სისუსტიდან“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

Report.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →