—

ადვოკატი - სააკაშვილი თავს გრძნობს კვლავ სუსტად, თუმცა არის უკეთესად

21
ადვოკატი - სააკაშვილი თავს გრძნობს კვლავ სუსტად, თუმცა არის უკეთესად
მოსასმენად დააჭირეთ

როგორც მიხეილ სააკაშვილი, ასევე დაცვის მხარეც, მადლობას ვუხდით სახალხო დამცველს იმისთვის, რომ ის ძალიან აქტიურად არის ჩართული მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვის საქმეში და ობიექტური მონიტორის ფუნქციას ასრულებს, - ამის…

როგორც მიხეილ სააკაშვილი, ასევე დაცვის მხარეც, მადლობას ვუხდით სახალხო დამცველს იმისთვის, რომ ის ძალიან აქტიურად არის ჩართული მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვის საქმეში და ობიექტური მონიტორის ფუნქციას ასრულებს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა გორის ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

შოთა თუთბერიძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი თავს გრძნობს კვლავაც სუსტად, თუმცა, არის უკეთესად.

,,პრეზიდენტი თავს გრძნობს კვლავაც სუსტად, თუმცა, ჩემი აზრით, არის უკეთესად. მადლობას უხდის სახალო დამცველს მისი წინადადებისთვის და მოხარულია, რომ სახალხო დამცველი ასე აქტიურად მონაწილეობს ამ საქმეში. სახალხო დამცველს, ჩვენც, დაცვის მხარეც ძალიან დიდ მადლობას ვუხდით იმისთვის, რომ ის ძალიან აქტიურად არის ჩართული მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვის საქმეში და ობიექტური მონიტორის ფუნქციას ასრულებს ამ საქმეში და საკმაოდ აქტიურადაც. ამასთან, მან დღეს განაცხადა, რომ ფსიქიატრი ჩაერთვება კონსილიუმში და ეს ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია, რაც შეეხება სასამართლო პროცესებზე დასწრებას, 22 დეკემბერის პროცესზე დასწრების პროგნოზირება ჯერ საკმაოდ რთულია და არ ვიცი როგორი მდგომარეობა იქნება. მანამდე ბევრი მოცემულობა შეიძლება შეიცვალოს, ჯანმრთელობის პირველ რიგში და პენიტენციური სამსახურის - ცხადია, იმიტომ რომ, სამწუხაროდ, პენიტენციური სამსახური რაიმე გეგმის მიხედვით არ მოქმერდებს და შეიძლება, ხვალ, ზეგ, ისეთი რამ გააკეთონ, რომ ვითარება მთლიანად შეიცვალოს“, - განაცხადა შოთა თუთბერიძემ.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →