—

კახა კუჭავა ღარიბაშვილის შესაძლო გადადგომაზე - თუ გნებავთ სამთავრობო ცვლილებაზე საუბარი პირდაპირ უნდა ჰკითხოთ პრემიერს - მე არ განვიხილები

24
კახა კუჭავა ღარიბაშვილის შესაძლო გადადგომაზე - თუ გნებავთ სამთავრობო ცვლილებაზე საუბარი პირდაპირ უნდა ჰკითხოთ პრემიერს - მე არ განვიხილები
მოსასმენად დააჭირეთ

თუ გნებავთ სამთავრობო ცვლილებაზე საუბარი უნდა ჰკითხოთ პირდაპირ პრემიერს, ამაში პარლამენტი არ ერევა. მე არ განვიხილები და არ შეიძლება ამის თქმა, რომ რამეში განვიხილები, როდესაც ამის საფუძველი არ არსებობს, - ასე უპასუხა…

თუ გნებავთ სამთავრობო ცვლილებაზე საუბარი უნდა ჰკითხოთ პირდაპირ პრემიერს, ამაში პარლამენტი არ ერევა. მე არ განვიხილები და არ შეიძლება ამის თქმა, რომ რამეში განვიხილები, როდესაც ამის საფუძველი არ არსებობს, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ ჟურნალისტების შეკითხვას იგეგმება თუ არა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა და ღარიბაშვილის ნაცვლად მისი დანიშვნა.

კახა კუჭავას განმარტებით, ღარიბაშვილის გადადგომასთან დაკავშირებით ინფორმაცია ბოლო 6 თვეა ვრცელდება, თუმცა არასდროს დადასტურებულა.

"ამაზე ინფორმაციას ცდილობთ გაავრცელოთ ბოლო 6 თვეა. ხვდებით, რომ ეს ინფორმაცია არ დასტურდება. არასდროს არ ყოფილა ამაზე საუბარი და არაფერი მსგავსი არ ყოფილა, იანვარში დაგეგმილი მაქვს შემოგთავაზოთ პარლამენტის 2022 ძალიან საინტერესო სამოქმედო გეგმა, რომელზეც ვიმუშავებთ ჩემს გუნდთან ერთად პარლამენტში”, - აღნიშნა კახა კუჭავამ.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →