—

"მიხეილ სააკაშვილს სატელეფონო ზარების უფლება მესამედ შეუზღუდეს" - ადვოკატი

31
"მიხეილ სააკაშვილს სატელეფონო ზარების უფლება მესამედ შეუზღუდეს" - ადვოკატი
მოსასმენად დააჭირეთ

ადვოკატ ბექა ბასილაიას ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს სატელეფონო ზარების უფლება კიდევ ერთხელ, უკვე მესამედ შეუზღუდეს.

მისივე თქმით, სასამართლომ გადაწყვეტილება ყალბი ინფორმაციის საფუძველზე მიიღო.

"დღევანდელ სასამართლოზე კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ხელისუფლების პანიკური შიში გრძელდება. უკვე სამგზის შეუზღუდეს მიხეილ სააკაშვილს სატელეფონო ზარების უფლება. მათ ეშინიათ, რომ რომელიმე თქვენგანის ეთერში არ დარეკოს მიხეილ სააკაშვილმა და არ ისაუბროს მაყურებელთან.

საფუძველი რაც დაუდეს იყო, რომ მიხეილ სააკაშვილი იმყოფება პატიმრობაში და არ უნდა ჰქონდეს სატელეფონო ზარების უფლებაო და ამ საქმეზე მიხეილ სააკაშვილს აღკვეთის ღონისძიება შეფარდებული არ აქვს. ყალბი ინფორმაციის საფუძველზე უზღუდავენ მას უფლებებს", -  განაცხადა ბექა ბასილაიამ. 

Report.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →