—

კახა კალაძე - მიხეილ სააკაშვილი ჩვეულებრივი კრიმინალია

21
კახა კალაძე - მიხეილ სააკაშვილი ჩვეულებრივი კრიმინალია
მოსასმენად დააჭირეთ

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, იმისთვის, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი შეიწყალონ, პირველ რიგში, პატიება უნდა ითხოვოს.

ამის შესახებ კახა კალაძემ შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილს ქართველი ხალხის წინაშე კონკრეტული დანაშაულები აქვს ჩადენილი.

მისივე თქმით, არასწორია, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები ქვეყნის პრეზიდენტს შეურაცხყოფას აყენებენ და თან მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას სთხოვენ.

„მიხეილ სააკაშვილი ჩვეულებრივი კრიმინალია. ბრალდებულია კონკრეტულ საქმეებზე. არავის უხარია მიხეილ სააკაშვილის ან ნებისმიერი ბრალდებულის დაპატიმრება, მაგრამ როდესაც მის უკან დგას დანაშაულები, რაც საქართველოს მოსახლეობას აკადრა, სხვანაირად შეუძლებელია. არავის ვუსურვებ იგივე გაეკეთებინოს, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და მიხეილ სააკაშვილმა გააკეთეს. რაც შეეხება შერიგებას, აქამდე რომ მიხვიდე, უნდა აღიარო, მერე უნდა ითხოვო პატიება და შეწყალება. ჩვენ რას ვხედავთ?! პრეზიდენტს შეურაცხყოფას აყენებენ და თან შეწყალებას სთხოვენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →