—

გაძვირდება თუ არა პური?

24
გაძვირდება თუ არა პური?
მოსასმენად დააჭირეთ

8 დეკემბრიდან რუსული ხორბლის საექსპორტო გადასახადი ტონაზე 80.8 დოლარიდან 84.9 დოლარამდე გაიზარდა. საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ლევან სილაგავამ განაცხადა, რომ კვოტირების მექანიზმი…

8 დეკემბრიდან რუსული ხორბლის საექსპორტო გადასახადი ტონაზე 80.8 დოლარიდან 84.9 დოლარამდე გაიზარდა. საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ლევან სილაგავამ განაცხადა, რომ კვოტირების მექანიზმი რუსეთში პირდაპირ დაკავშირებულია საქართველოში ხორბლის ფასთან.

"ფასები ზოგადად იმიტომ მიდის ზემოთ, რომ მსოფლიო ელოდება რუსეთში ხორბლის ექსპორტთან დაკავშირებით გარკვეული შეზღუდვების შემოღებას", - განაცხადა სილაგავამ.

მისი თქმით, ბაზრისთვის კიდევ ერთ პრობლემას ელექტროენერგიის სუბსიდირების პროგრამა წარმოადგენს, რომელიც უკვე დასასრულს უახლოვდება.

"ეკონომიკურმა გუნდმა რაიმე გადაწყვეტილება დროულად მიიღოს, რათა პურზე ფასის ზრდის დაზღვევა მოხდეს“, - აცხადებს ლევან სილაგავა.

ანალიტიკური ცენტრის "SovEkon"-ის მონაცემებით, რუსული ხორბლის ღირებულება ტონაზე 321.3 აშშ დოლარს შეადგენს.

რუსული ხორბლის საექსპორტო გადასახადი ტონაზე 80.8 დოლარიდან 84.9 დოლარამდე გაიზარდა. ამასთან, რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ერთ ტონა ქერზე გადასახადი 68.3 დოლარიდან 75.1 დოლარამდე გაიზრდება. ხოლო სიმინდზე გადასახადი უცვლელად დარჩა და 54.3 დოლარის ფარგლებში. 

(report)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →