—

ადვოკატები მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სახელმწიფო ინსპექტორის ანგარიშის მტკიცებულების სახით დართვას ითხოვენ

23
ადვოკატები მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სახელმწიფო ინსპექტორის ანგარიშის მტკიცებულების სახით დართვას ითხოვენ
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმეზე ადვოკატები სახელმწიფო ინსპექტორის ანგარიშის მტკიცებულების სახით დართვას ითხოვენ. აღნიშნულ შუამდგომლობას ბრალდების მხარე არ დაეთანხმა.

როგორც პროკურორებმა განმარტეს, სახელმწიფო ინსპექტორის ანგარიში განსახილველ სისხლის სამართლის საქმეს - საზღვრის უკანონო კვეთას არ ეხება და ის პენიტენციურ დაწესებულებაში პირის მიმართ მოპყრობას შეეხება.

ადვოკატ ბექა ბასილაიას განცხადებით, საზოგადოება ხედავს, "თუ ირღვევა მიხეილ სააკაშვილის უფლებები, მის მიმართ დანაშაულებრივ ქმედებებს, ფსიქოლოგიურ ტერორს აქვს ადგილი და ის ამ მოქმედების მსხვერპლია".

ადვოკატის განმარტებით, სახელმწიფო ინსპექტორის დასკვნა რელევანტურია და საქმეს უნდა დაერთოს.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს აქვს წაყენებული და ის ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →