—

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ სომხეთი კიდევ ერთხელ გააფრთხილა

220
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ სომხეთი კიდევ ერთხელ გააფრთხილა
მოსასმენად დააჭირეთ

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ კიდევ ერთხელ გააფრთხილა სომხეთი, რომელიც სახელმწიფო საზღვარზე პროვოკაციებს ახორციელებს, - ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს.

სამინისტროს ცნობით, დაძაბულობაზე პასუხისმგებლობა სომხეთის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ეკისრება.

"აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფების მიერ გატარებული შესაბამისი ღონისძიებების შედეგად, მოწინააღმდეგის ცეცხლი ლოკალიზებულია“, - აცხადებენ სამინისტროში.

ცნობისთვის, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, "აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე, ქალბაჯარის რაიონის მიმართულებით სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან განხორციელებული კიდევ ერთი პროვოკაციის შედეგად აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა".

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →