—

ზაალ უდუმაშვილი - ეროვნული შერიგება გარდაუვალი პროცესია, მაგრამ შერიგება ვერ მოხდება, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში იმყოფება

28
ზაალ უდუმაშვილი - ეროვნული შერიგება გარდაუვალი პროცესია, მაგრამ შერიგება ვერ მოხდება, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში იმყოფება
მოსასმენად დააჭირეთ

ეროვნული შერიგება არის გარდაუვალი პროცესი, რომელიც უნდა მოხდეს საზოგადოებაში თუ გვინდა, რომ წინ წავიდეთ და დავასრულოთ დაპირისპირება, მაგრამ ვერც შერიგება იქნება და ვერც კრიზისი დაიძლევა, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი იმყოფება…

ეროვნული შერიგება არის გარდაუვალი პროცესი, რომელიც უნდა მოხდეს საზოგადოებაში თუ გვინდა, რომ წინ წავიდეთ და დავასრულოთ დაპირისპირება, მაგრამ ვერც შერიგება იქნება და ვერც კრიზისი დაიძლევა, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი იმყოფება პატიმრობაში. ეს უნდა შეიგნოს ყველამ, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტმა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ზაალ უდუმაშვილმა პრეზიდენტის რეზიდენციასთან მისვლის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილის გათავისუფლების გასაღები ხელისუფლების ხელშია.

„ხელისუფლების ხელშია გასაღები სააკაშვილის გათავისუფლების, იქნება ეს სალომე ზურაბიშვილი, თუ სხვა იურიდიული ფორმა, გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარი ამოცანაა, რომ სააკაშვილი გათავისუფლდეს. თუ ზურაბიშვილი სახელმწიფოებრივად აზროვნებს და მის ინტერესებშია, რომ პოლიტიკური კრიზისი დაიძლიოს, რა თქმა უნდა, ეს ბერკეტი უნდა გამოიყენოს“, - აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →