—

პაატა მანჯგალაძე - პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილი უნდა შეიწყალოს

23
პაატა მანჯგალაძე - პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილი უნდა შეიწყალოს
მოსასმენად დააჭირეთ

პარლამენტის უფრაქციო წევრის, პაატა მანჯგალაძის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის საპატიმროში ყოფნა მუდმივი დესტაბილიზაციისა და რყევების საფუძველი იქნება.

ამასთან, როგორც მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ხელისუფლების მიერ ანგარიშსწორების დაუსრულებელი ციკლი უნდა დასრულდეს.

„სავალდებულო არ არის, ყველა ყველას შეურიგდეს, ყველა გვიყვარდეს და კეთილგანწყობილი ვიყოთ. ჩვენი მოქალაქეების ვალდებულებაა, არ გვინდოდეს ერთმანეთის განადგურება და დევნა განსხვავებული აზრის გამო. ასეთი პრეცედენტები მსოფლიოში ყოფილა, როცა მხარეები თანხმდებიან, რომ ქვეყანაში პროცესების ასე გაგრძელება არ შეიძლება და ფუნდამენტურ საკითხებზე თანხმდებიან. არავინ არავის არაფერი უნდა აპატიოს, არ უნდა შეურიგდეს, ჩვენ სამართლებრივი დოკუმენტი გვჭირდება, რათა მომავალში არ იყოს პოლიტიკური ნიშნით დევნა და ანგარიშსწორება პოლიტიკური ლიდერების მიმართ. მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება უნდა მოხდეს, რადგან სასამართლო არ არის თავისუფალი. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, როგორც არბიტრმა, მიხეილ სააკაშვილი უნდა შეიწყალოს. გამოსავალია ეს! სხვა მხრივ, მიხეილ სააკაშვილის საპატიმროში ყოფნა მუდმივი დესტაბილიზაციის და რყევების საფუძველი იქნება", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →