—

გიორგი ტყემალაძე ოპოზიციას - რა დღეში ხართ, არ გრცხვენიათ?

25
გიორგი ტყემალაძე ოპოზიციას - რა დღეში ხართ, არ გრცხვენიათ?
მოსასმენად დააჭირეთ

რა დღეში ხართ, არ გრცხვენიათ? - ასე მიმართა საკრებულოს სხდომაზე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძემ ოპოზიციონერ დეპუტატებს.

საკრებულოს სხდომაზე ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციის წარმომადგენლებმა კითხვის დასმისას პოლიტიკური განცხადებები გააკეთეს, მათ შორის შეეხნენ ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის საკითხს.

საპასუხოდ, გიორგი ტყემალაძემ მათ რამდენჯერმე მოუწოდა, კითხვები თბილისის მერ, კახა კალაძის და მისი მოადგილეების მისამართით დაესვათ.

"თქვენ აბსოლუტურად აცდით რეალობას და დღის წესრიგს. ძალიან სამწუხაროა. სიმართლე გითხრათ, აღარ მაქვს იმის მოლოდინი, რომ თქვენი კოლეგები კითხვას დასვამენ კონკრეტული ადამიანების წინაშე, თუ რას აპირებენ და როგორ აპირებენ მართონ მომავალი 4 წლის განმავლობაში ქალაქი. ის, რაც ირაკლი ნადირაძემ მოახერხა, ვერც ერთი თქვენი კოლეგა ვეღარ მოახერხებს. არ იქნება კითხვა, გაითიშება მიკროფონი, არ გექნებათ სურვილი გაგრძელების, კარგად ბრძანდებოდეთ", - მიმართა ტყემალაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებს.

İpn.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →