—

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილი პლატფორმა პირველ აქციას პრეზიდენტის რეზიდენციასთან გამართავს

23
მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილი პლატფორმა პირველ აქციას პრეზიდენტის რეზიდენციასთან გამართავს
მოსასმენად დააჭირეთ

ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილი პლატფორმა პირველ აქციას ხვალ, პრეზიდენტის რეზიდენციასთან გამართავს.

როგორც მან „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განმარტა, აღნიშნული პლატფორმა ყველა იმ ადამიანს გააერთიანებს, რომელიც ფიქრობს, რომ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია და მის მიმართ მიმდინარე მართლმსაჯულება შერჩევითია. მისივე თქმით, აღნიშნულ პლატფორმას პოლიტიკურ პარტიებთან შეხება არ ექნება.

„ეს პლატფორმა აერთიანებს ყველას, ვინც ითხოვს „FreeMisha“-ს, მათ შორის არ იგულისხმებიან მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები, არსებობენ ადამიანები, რომლებიც მისი პოლიტიკური ოპონენტები არიან, მაგრამ ფიქრობენ, რომ პოლიტიკური პატიმარია და მართლმსაჯულება შერჩევითია მის მიმართ. არ არსებობს სია, ან რაოდენობა ადამიანებისა, ყველა არის ამ პლატფორმის წევრი. პოლიტიკოსებთან არ გვისაუბრია ამ თემაზე, რადგან მათ საკუთარი პლატფორმები აქვთ. სხვადასხვა ტიპის აქციები და აქტივობები დაიგეგმება, პირველი სალომე ზურაბიშვილის სასახლესთან მივდივართ და ვეუბნებით, რომ ის არის ერთადერთი რეალური ბერკეტის მქონე ადამიანი, რომელსაც შეუძლია, რომ სიტუაცია განმუხტოს. როდესაც დღეს პოლიტიკური ოპონენტები საუბრობენ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური მშვიდობა უნდა დადგეს, ჩვენ ვეუბნებით, რომ ეს შეუძლებელია მანამ სანამ, სააკაშვილი არის ციხეში“, - აღნიშნა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →