—

"მე ვერ მოვისვენებ, სანამ სააკაშვილი იქნება ამ მდგომარეობაში" - ხოშტარია

24
"მე ვერ მოვისვენებ, სანამ სააკაშვილი იქნება ამ მდგომარეობაში" - ხოშტარია
მოსასმენად დააჭირეთ

პარტია "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია გორის სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს მესამე პრეზიდენტს შეხვდა.

პარტია "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია გორის სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს მესამე პრეზიდენტს შეხვდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ხოშტარიამ განაცხადა, ის აგრძელებს პოლიტიკურ ბრძოლას კონკრეტული მიზნების მისაღწევად.

"ამ ხელისუფლების პირობებში შეუძლებელია, ერთი დღეც იცხოვრო ბრძოლის გარეშე.

ბრძოლაში გვაქვს ძალიან მკაფიო ამოცანა, ეს არის რიგგარეშე არჩევნები და არავის ეგონოს, რომ ამას რამე სახის მანიპულაციებით მეორე პლანზე გადაწევენ.

რიგგარეშე არჩევნების გარეშე, არალეგიტიმური ხელისუფლების და მიტაცებული ინსტიტუტების პირობებში, არ არსებობს დაცული ადამიანი ამ ქვეყანაში.

და ჩემი მკაფიო ამოცანაა, მიხეილ სააკაშვილის მიმართ შურისძიების აქტი შეწყდეს. ეს არ არის პოლიტიკური მიზანშეწონილობის და მოწონება არმოწონების საკითხი. მე და მიხეილ სააკაშვილი ვრჩებით განსხვავებულ პლატფორმებზე, ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ. მიუხედავად ამისა, მე ვერ მოვისვენებ, სანამ ის იქნება ამ მდგომარეობაში", - განაცხადა ხოშტარიამ. 

Report.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →