—

ლაშა დამენია - სუს-ი ივანიშვილის ხელში პოლიტიკურ იარაღადაა ქცეული

23
ლაშა დამენია - სუს-ი ივანიშვილის ხელში პოლიტიკურ იარაღადაა ქცეული
მოსასმენად დააჭირეთ

სუს-ი მთლიანადაა დაკავებული პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ბრძოლით, მათზე საქმეების აღძვრითა და დაკითხვებზე დაბარებით, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი, ლაშა დამენია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“…

სუს-ი მთლიანადაა დაკავებული პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ბრძოლით, მათზე საქმეების აღძვრითა და დაკითხვებზე დაბარებით, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი, ლაშა დამენია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას სუს-ში დაბარებას.

როგორც დამენია აღნიშნავს, „სუს-ი პოლიტიკურ იარაღად გადაიქცა“.

„ქართული ოცნების“ პირობებში, სუს-ი ნაცვლად იმისა, რომ მოქალაქეებისა და ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებით, ამ პრობლემების გადაჭრით იყოს დაკავებული, ბიძინა ივანიშვილის ხელში მთლიანადაა პოლიტიკურ იარაღად ქცეული. საარჩევნო სპეცოპერაციებს ატარებს და მთლიანადაა დაკავებული პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ბრძოლით, მათზე საქმეების აღძვრითა და დაკითხვებზე დაბარებით“, - განაცხადა დამენიამ.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია სუს-ში სავარაუდოდ, სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში დაიბარეს. ნიკა მელიას განცხადებით, ის გამოკითხვაზე არც სუს-ში და არც სასამართლოში არ მივა. როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, მისი სუს-ის შენობაში მისვლა ზნეობრივი კომპრომისი იქნება.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →