—

ვის გაეზრდება შემოსავალი 2022 წლიდან?

22
ვის გაეზრდება შემოსავალი 2022 წლიდან?
მოსასმენად დააჭირეთ

ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომაზე მომავალი წლისთვის დაგეგმილ ხელფასების ზრდაზე ისაუბრა.

„2022 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს საჯარო სექტორში ხელფასების მატებას. მომდევნო წლის იანვრიდან ხელფასები გაიზრდება ჯარში, პოლიციაში. ხელფასები გაეზრდებათ მასწავლებლებს, სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, მანდატურებს, სოფლის ექიმებს, ექთნებს, სასწრაფო დახმარების სამსახურის ყველა თანამშრომელს. ზოგადად, საჯარო სექტორში როგორც უკვე ვთქვით, განხორციელდება ათპროცენტიანი სახელფასო მატება.

მომდევნო წელს ჩვენ დავამტკიცებთ ხელფასების რეგულირების ახალ წესს, რომლის მიხედვითაც ყოველწლიურად საჯარო მოხელეს ისევე გაეზრდება ანაზღაურება, როგორც გაიზრდება კერძო სექტორში დასაქმებული პირთათვის, რაც საბოლოო ჯამში მოაწესრიგებს საჯარო მოხელეების ხელფასების საკითხს. დიდი იმედი მაქვს, დოკუმენტს უახლოეს პერიოდში დაამტკიცებს საქართველოს პარლამენტი და მომდევნო წლიდან ახალი საბიუჯეტო პარამეტრებით დავიწყებთ მუშაობას. მანამდე საჯარო მოხელეებისთვის ხელფასები პრაქტიკულად 2017 წლიდან გაყინული გვქონდა, თუ არ ჩავთვლით გარკვეულ მიმართულებებს, როგორიც არის მასწავლებლების, პოლიციის ხელფასი. საჯარო სექტორში 2017 წლიდან საჯარო სეტორში ხელფასები ზრდა პრაქტიკულად გვქონდა გაყინული“, – აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.

(report)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →