—

როდის და რომელი ვაქცინით უნდა აიცრათ "ბუსტერული დოზა" - თამარ გაბუნიას განმარტება

34
როდის და რომელი ვაქცინით უნდა აიცრათ "ბუსტერული დოზა" - თამარ გაბუნიას განმარტება
მოსასმენად დააჭირეთ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განმარტა, რა პრინციპითაა შესაძლებელი „ბუსტერ“- დოზით იმუნიზაცია.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განმარტა, რა პრინციპითაა შესაძლებელი „ბუსტერ“- დოზით იმუნიზაცია.

მისი თქმით, "ასტრაზენეკას" ბუსტერისთვის არ ვიყენებთ.

"უკვე რამდენიმე კვირაა, რაც „ბუსტერის" გამოყენება დავიწყეთ. „ბუსტერით“ 20 000-მდე მოქალაქემ ისარგებლა. ესენი იყვნენ ადამიანები, რომლებიც 6 თვის წინ აიცრნენ. „ბუსტერი“, შესაძლოა, ყველა ვაქცინის შემდეგ გამოვიყენოთ. „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ შემთხვევაში, რამდენადმე განსახვავებული რეგულაცია გვაქვს - „სინოფარმით“ და „სინოვაკით“ აცრილ პირებს შეუძლიათ, აიცრან ამავე ვაქცინებით - „ბუსტერ“- დოზა გაიკეთონ. თუ ეს არის 60 წლამდე პირი, ეს დოზა ეკუთვნის 6 თვის შემდეგ. 60 წლის ზემოთ პირებში, 3 თვეშია დასაშვები „ბუსტერ“-დოზის გაკეთება. მათ ასევე, შეუძლიათ, „ფაიზერით“ აიცრან. ანუ, თუ გადაწყვეტენ, რომ შეცვალონ „სინოფარმი“ და „სინოვაკი“ და აიცრან „ფაიზერით“, ესეც დასაშვებია. რაც შეეხება „ფაიზერით“ აცრილებს, ვაქცინის მეორე დოზის შემდეგ, მესამე დოზა 6 თვის თავზე კეთდება. „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში, ორი დოზით აცრილებს, ასევე შეუძლიათ ჩაიტარონ „ფაიზერით“ აცრა მესამე დოზის სახით, მეორე აცრიდან, 6 თვის შემდეგ. თავად „ასტრაზენეკას“ „ბუსტერისთვის“ არ ვიყენებთ", - განაცხადა თამარ გაბუნიამ "იმედზე".

Report.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →