—

კელი დეგნანი - იმედგაცრუებულები ვართ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი დაჩქარებით გაგრძელდა

28
კელი დეგნანი - იმედგაცრუებულები ვართ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი დაჩქარებით გაგრძელდა
მოსასმენად დააჭირეთ

იმედგაცრუებულები ვართ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი გაგრძელდა დაჩქარებით, მიუხედავად იმისა, რომ არის სხვა პრიორიტეტი, რაზეც უნდა მოხდეს რეაგირება და არ ხდება, ჩვენთვის გაუგებარია, რატომ…

იმედგაცრუებულები ვართ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი გაგრძელდა დაჩქარებით, მიუხედავად იმისა, რომ არის სხვა პრიორიტეტი, რაზეც უნდა მოხდეს რეაგირება და არ ხდება, ჩვენთვის გაუგებარია, რატომ მოხდა მაინცდამაინც ამ პროცესის დაჩქარება, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

„ჩვენ ასევე ვიცით, რომ არის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ხუთი ვაკანტური პოზიციაა არამოსამართლე წევრებისთვის, ეს პოზიციები თავისუფალია უკვე თვეების მანძილზე. რატომღაც, არავინ ჩქარობს, შეივსოს ეს პოზიციები მაშინ, როდესაც მათი დანიშნულება გახლავთ ის, რომ ისინი წარმოადგენდნენ ხალხის აზრს და ხედვებს სასამართლო სისტემაში. შესაბამისად, რთული ასახსნელია.

ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ თავად მმართველი პარტიის წარმომადგენლები დათანხმდნენ იმას, რომ მნიშვნელოვანი იყო განხორციელებულიყო ყოვლისმომცველი სასამართლო რეფორმა. ამაზე თანხმდება ყველა, რომ მნიშვნელოვანია ინკლუზიური და სრული სასამართლო რეფორმის განხორციელება“,- განაცხადა კელი დეგნანმა.

(1tv)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →