—

კელი დეგნანი - პარტიები რამდენჯერმე შეთანხმდნენ საკონსტიტუციო რეფორმების მნიშვნელობაზე, დემოკრატიული განვითარებისთვის ახლა საქართველოს ეს სჭირდება

40
კელი დეგნანი - პარტიები რამდენჯერმე შეთანხმდნენ საკონსტიტუციო რეფორმების მნიშვნელობაზე, დემოკრატიული განვითარებისთვის ახლა საქართველოს ეს სჭირდება
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებები სჭირდება და ეს კანონპროექტის პირველმა მოსმენამაც დაადასტურა.

ელჩის თქმით, აღნიშნულ საკითხზე პოლიტიკური ლიდერები 2020 წელს შეთანხმდნენ.

„პარტიები რამდენჯერმე შეთანხმდნენ საკონსტიტუციო რეფორმების მნიშვნელობაზე, როგორც სრულად პროპორციულ არჩევნებზე გადასვლაზე, ასევე ბარიერის დაწევაზე. ეს 2019 წელს დაიწყო. ისინი დაეთანხმნენ ბარიერის დაწევას 8 მარტის შეთანხმებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. დისკუსიებისა და განხილვების შემდეგ ისინი კვლავ შეთანხმდნენ, რომ დაბალი ბარიერი არის ის, რაც ამჟამად საქარველოს სჭირდება, რათა უზრუნველყოს მრავალპარტიულობა და ინტერესებისა და ხედვების მრავალფეროვნება  საკანონმდებლო ორგანოში. კონსტიტუციური ცვლილებების პირველი მოსმენაც ადასტურებს, რომ ახლა საქართველოს ეს სჭირდება დემოკრატიული განვითარებისთვის, ამაზე პოლიტიკური ლიდერები სხვადასხვა დროს შეთანხმდნენ“, – განაცხადა დეგნანმა.

(1tv)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →