—

სააკაშვილია ყველაფრის შემოქმედი, რა უბედურებაც იმ პერიოდში ხდებოდა - კალაძე

32
სააკაშვილია ყველაფრის შემოქმედი, რა უბედურებაც იმ პერიოდში ხდებოდა - კალაძე
მოსასმენად დააჭირეთ

დედაქალაქის მერის კახა კალაძის თქმით, მესამე პრეზიდენტის მიმართ არსებული ბრალდებების საპასუხოდ უამრავი კონკრეტული ფაქტი არსებობს. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

"ყველაფერი ცუდის, რაც 2012 წლამდე, ავადსახსენებელი ცხრა წლის განმავლობაში ხდებოდა, შემოქმედი იყო მიხეილ სააკაშვილი, თავის თანამოაზრეებთან ერთად. რამდენიც უნდა ილაპარაკოს და ეცადოს თავის არიდებას კორუფციისგან, კრიმინალისგან, ხალხის გაუბედურებისგან, ოჯახების გამწარებისგან, ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვისგან, ბიზნესის ტერორისგან, ვერ მოახერხებს. ამის დამადასტურებელი კონკრეტული ფაქტები არსებობს, რასაც ვერ გავექცევით. ადამიანები ყოველდღიურად საშინელებაში ცხოვრობდნენ. რაც მეტს ვალაპარაკებთ სააკაშვილს, მისი განცხადებები უფრო საინტერესო ხდება", - განაცხადა კახა კალაძემ.

(report)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →