—

ლევან სილაგავა - პურის ფასთან დაკავშირებით ორი გამოწვევაა მოსალოდნელი

26
ლევან სილაგავა - პურის ფასთან დაკავშირებით ორი გამოწვევაა მოსალოდნელი
მოსასმენად დააჭირეთ

„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას განცხადებით, პურის ფასთან დაკავშირებით ორი გამოწვევაა მოსალოდნელი - რუსეთის მხრიდან ხორბლის ექსპორტის კვოტირება და წლის…

„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას განცხადებით, პურის ფასთან დაკავშირებით ორი გამოწვევაა მოსალოდნელი - რუსეთის მხრიდან ხორბლის ექსპორტის კვოტირება და წლის ბოლოს პირველადი მოხმარების პროდუქტების მწარმოებლებისთვის ელექტროენერგიის გადასახადის სუბსიდირების პროგრამის დასრულება.

სილაგავას აზრით, მოსალოდნელია, რომ აღნიშნული საკითხები პურის ფასზე აისახოს.

„ველოდებით ორ გამოწვევას. ეს არის რუსეთის მიერ ხორბლის ექსპორტზე კვოტირება. მცურავმა ბაჟმა საკმაოდ სერიოზული უარყოფითი ტენდენციები გამოიწვია, ახლა კი 15 თებერვლიდან 1-ელ ივნისამდე რუსეთის მიერ კვოტირების მექანიზმის ამუშავება ემატება, რაც ნიშნავს, რომ გამოცხადდება რაოდენობა ხორბლის, რომელიც მათთვის სამყოფი იქნება და მხოლოდ იმ რაოდენობას გაიტანს.

მეორე გამოწვევა იქნება ის, რომ წლის ბოლოს მთავრდება ელექტროენერგიის სუბსიდირების პროგრამა, რაც გულისხმობდა იმას, რომ წლის დასაწყისში ელექტროენერგიის გაძვირების შემდეგ იმ მწარმოებლებისთვის, რომლებიც პირველადი მოხმარების პროდუქტებს აწარმოებდნენ, გაძვირებული ელექტროენერგიის ნახევარი დაუსუბსიდირეს. ეს პროგრამა მთავრდება და ცხადია, ეს პურის ფასზე აისახება“, - განაცხადა ლევან სილაგავამ.

მისივე თქმით, ფქვილის აგრესიული იმპორტი მიმდინარეობს, ხოლო ხორბლის იმპორტი შემცირებულია. სილაგავას განცხადებით, ასოციაციამ მიმართა მთავრობასა და პარლამენტს, რათა „გადაწყვეტილება იყოს მიღებული იმისთვის, რომ ხორბლის შემოტანის და ფქვილის იმპორტის ბალანსი გარკვეულწილად დაცული იყოს“.

„ამ ეტაპზე ხორბლის მარაგები ქვეყანაში არის, თუმცა საყურადღებო ტენდენციაა. იქიდან დაწყებული, რომ 2 ივნისიდან რუსეთის მიერ შემოღებული იქნა მცურავი ბაჟი, საქართველოში ფქვილის იმპორტი გაზრდილია 6-ჯერ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ივნისიდან დღემდე შემოსატანი ხორბლის რაოდენობა კი 40%-ით არის შემცირებული. შესაბამისად, ეს საყურადღებოა იქიდან გამომდინარე, რომ სასურსათო უსაფრთხოების მხრივ გაეროს რეკომენდაციაა, რომ ორი თვის მარაგი უნდა იყოს ქვეყანაში. ორთვიანი მარაგები დღეს არ არის - უფრო ნაკლებია და ეს არ არის კრიტიკული.

თუ კიდევ რამდენიმე თვე გაგრძელდა ფქვილის აგრესიული იმპორტი, რომელიც 6-ჯერაა გაზრდილი, ეს დაეტყობა სასურსათო და სტრატეგიულ მარაგებს“,- განაცხადა ლევან სილაგავამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →