—

კრწანისის რაიონში შემავალი 270 ჰექტარი ტერიტორია გარდაბნის მუნიციპალიტეტს გადაეცემა

30
კრწანისის რაიონში შემავალი 270 ჰექტარი ტერიტორია გარდაბნის მუნიციპალიტეტს გადაეცემა
მოსასმენად დააჭირეთ

კრწანისის რაიონში შემავალი 270 ჰექტარი ტერიტორია გარდაბნის მუნიციპალიტეტს გადაეცემა. დადგენილება, რომელიც თბილისის და გარდაბნის ადმინისტრაციული საზღვრების ცვლილებას ითვალისწინებს, პარლამენტმა 75 ხმით მიიღო.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის მზია გიორგობიანის ინფორმაციით, მოხდა ტერიტორიის დემარკაცია და ამის ფარგლებში გადაწყდა საკითხის ამგვარად დარეგულირება.

“ტერიტორია, რომლის გადაცემა თბილისიდან ხდება გარდაბნისათვის, არის კრწანისის რაიონში და დაშორებულია კრწანისისგან. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი იქნება ამ ტერიტორიის მიკუთვნება გარდაბნის მუნიციპალიტეტისათვის. აღნიშნული საკითხი ასევე მნიშვნელოვანია საინვესტიციო პაკეტების განხორციელებისა და მუნიციპალიტეტის გაძლიერების თვალსაზრისითაც“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →