—

გიული ალასანია - იმ დეტალების მოსმენის შემდეგ, რაც ჩვენ 7 ნოემბერთან დაკავშირებით მოვისმინეთ, მე მგონი, შეკითხვები აღარავის უნდა დარჩეს

25
გიული ალასანია - იმ დეტალების მოსმენის შემდეგ, რაც ჩვენ 7 ნოემბერთან დაკავშირებით მოვისმინეთ, მე მგონი, შეკითხვები აღარავის უნდა დარჩეს
მოსასმენად დააჭირეთ

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე გამოსვლა ძალიან საინტერესო იყო - იმ დეტალების მოსმენის შემდეგ, რაც ჩვენ 7 ნოემბერთან დაკავშირებით მოვისმინეთ, მე მგონი, შეკითხვები აღარავის უნდა დარჩეს, - ამის შესახებ ყოფილი…

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე გამოსვლა ძალიან საინტერესო იყო - იმ დეტალების მოსმენის შემდეგ, რაც ჩვენ 7 ნოემბერთან დაკავშირებით მოვისმინეთ, მე მგონი, შეკითხვები აღარავის უნდა დარჩეს, - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ხვალინდელი სასამართლო პროცესისთვის ემზადება.

„სუსტად არის, ძირითადად ზის. სასამართლოში მისი გამოსვლა იყო ძალიან საინტერესო, რადგან ბევრი რამ ისეთი გავიგე, რაც აქამდე არ ვიცოდი და იმ დეტალების მოსმენის შემდეგ, რაც ჩვენ 7 ნოემბერთან დაკავშირებით მოვისმინეთ, მე მგონი, შეკითხვები აღარავის არ უნდა დარჩეს“, - განაცხადა გიული ალასანიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, ფინანსდებოდა თუ არა მიხეილ სააკაშვილის შვილის ედუარდ სააკაშვილის სწავლის საფასური სახელმწიფო ბიუჯეტიდან, გიული ალასანიამ უპასუხა, რომ ეს აბსოლუტურად გამორიცხულია.

„ჩემი შვილის ბუნებიდან გამომდინარე ეს აბსოლუტურად გამორიცხულია. მზად იყო ჩვენთვის წაეგლიჯა ყველაფერი და დაედო. ჩემი მშობლების სახლი დაანგრია წასვლის წინ, რომ ბიბლიოთეკა დაედგა. აი, ასეთი ადამიანია“, - აღნიშნა გიული ალასანიამ.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →