—

„ნაციონალური მოძრაობა“ ხვალ მორიგ აქციას გამართავს

27
„ნაციონალური მოძრაობა“ ხვალ მორიგ აქციას გამართავს
მოსასმენად დააჭირეთ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ხვალ, 2 დეკემბერს, საქალაქო სასამართლოსთან, ყოფილი პრეზიდენტის პროცესის პარალელურად, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ მორიგ აქციას გამართავს. აქცია 11:00 საათზე დაიწყება.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ხვალ, 2 დეკემბერს, საქალაქო სასამართლოსთან, ყოფილი პრეზიდენტის პროცესის პარალელურად, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ მორიგ აქციას გამართავს. აქცია 11:00 საათზე დაიწყება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბაჩო დოლიძემ განუცხადა, აქცია იქნება მშვიდობიანი ხასიათის. დოლიძე მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს, დაიცვან წესრიგი და არ მიმართონ პროვოკაციულ ქმედებებს დემონსტრანტებისა და მედიის წინააღმდეგ.

„ხვალ, 11:00 საათზე საქალაქო სასამართლოსთან ველოდებით ჩვენს მხარდამჭერებს, რომლებიც კიდევ ერთხელ მშვიდობიან ფორმებში გამოხატავენ მხარდაჭერას საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ და რაღა თქმა უნდა, ეს იქნება პროტესტი პოლიტიკური მართლმსაჯულების წინააღმდეგ. რაც მთავარია, მინდა, მოვუწოდო შინაგან საქმეთა სამინისტროს და სუს-ს, რომ უზრუნველყოს მაქსიმალურად წესრიგი იმ თვალსაზრისით, რომ არ გამოიყვანონ პროვოკატორები და პოლიტიკურად ანგაჟირებული პოლიციელები, რომლებიც აბსოლუტურად ყველაფერს აკეთებენ, რომ პროვოკაციაზე გამოიყოლონ როგორც მედიის წარმომადგენლები, ასევე მშვიდობიანი დემონსტრანტები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, ყველამ შევინარჩუნოთ სიმშვიდე. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ მსგავსი ტიპის პროვოკატორები გამოვავლინოთ და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს იქვე ვაცნობოთ, მაგრამ თავისი მხრიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მაქსიმალურად თავი უნდა შეიკავონ პოლიტიკური განცხადებებისგან, რაც არაერთხელ კეთდებოდა წინა სასამართლო პროცესის მიმდინარეობის დროს“, - აცხადებს ბაჩო დოლიძე.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →