—

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 5 დეკემბრამდე

44
როგორი ამინდი იქნება საქართველოში 5 დეკემბრამდე
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოში 2 დეკემბრამდე წვიმაა მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 1 -ელი დეკემბრიდან 2 დეკემბრის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, მაღალმთაში თოვლი, იქროლებს…

საქართველოში 2 დეკემბრამდე წვიმაა მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 1 -ელი დეკემბრიდან 2 დეკემბრის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, მაღალმთაში თოვლი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა -გააქტიურება გამოიწვიოს.

3 დეკემბრიდან 5 დეკემბრამდე აღმოსავლეთ საქართველოში გამოიდარებს და ტემპერატურა +9 გრადუსიდან +14 გრადუსამდე მოიმატებს.

დასავლეთ საქართველოში 3-4 დეკემბერს უნალექო ამინდს ელოდებიან, 5 დეკემბრიდან კი წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერტურა +14, +17 გრადუსი იქნება. 

თბილისში 2 დეკემბრის დღის მეორე ნახევრიდან გამოიდარებს. უნალექო ამინდი 5 დეკემბრის ჩათვლით შენარჩუნდება. ჰაერი მაქსიმუმ +14 გრადუსამდე გათბება. 

მაღალ მთაში 5 დეკემბრამდე თოვლია მოსალოდნელი. ჰაერი მაქსიმუმ +2 გრადუსამდე გათბება.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →