—

იგეგმება თუ არა და რა შემთხვევაში გამოცხადდება ლოკდაუნი - ეკატერინე ტიკარაძის განცხადება

29
იგეგმება თუ არა და რა შემთხვევაში გამოცხადდება ლოკდაუნი - ეკატერინე ტიკარაძის განცხადება
მოსასმენად დააჭირეთ

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ დირექტორს დისტანციურ ფორმატში შეხვდა, ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ჯანმო მკურნალობის ახალ გაიდლაინს დადებს, საქართველოც…

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე, რომელიც  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ დირექტორს დისტანციურ ფორმატში შეხვდა, ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ჯანმო მკურნალობის ახალ გაიდლაინს დადებს, საქართველოც შეიტანს ცვლილებებს მკურნალობის პროტოკლში. 

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, ქვეყანამ მორიგი ლოკდაუნი აირიდოს. როგორც ტიკარაძემ განაცხადა, ჩაკეტვა იქნება ის უკანასკნელი ღონისძიება, რომელსაც უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენებენ. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მსგვსი შეზღუდვების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია ვაქცინაციის ტემპის გაზრდა, განსაკუთრებით 60 წელს გადაცილებულ პოპულაციაში. 

“ბატონ კლუგეს, 6 დეკემბერს აქვს მსოფლიოს წამყვან 53 ექიმთან შეხვედრა, რის შედეგადაც დაიდება ახალი მკურნალობის გაიდლაინები, რასაც საქართველო რა თქმა უნდა გაიზიარებს და შესაბამისად შეიტანს მკურნალობის გაიდლაინებში, რომელიც ეროვნული სტანდარტით ხორციელდება საქართველოში.

ასევე მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ თავი ავარიდოთ ლოკდაუნს, ეს არის ყველაზე ბოლო ღონისძიება. ჯანმოს რეგიონალურმა დირექტორმა მოიწონა ის წამახალისებელი ღონისძიებები, რომელიც საქართველოს გააჩნია, რაც შეეხება 60 წელს ზევით მოსახლეობის წახალისებას, ვინაიდან მისი აზრითაც მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაცია ამ სეგმენტში იყოს სულ მცირე 90%-მდე, ვინაიდან სწორედ ეს გახლავთ იმ წარმატების საწყისი, რითიც ჩვენ შევძლებთ ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის, რეანიმაციაში პაციენტების განთავსების შემცირებას, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება ლეტალობის მაჩვენებლებზე“, - განმარტა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრმა ექიმების დატვირთულობის მაჩვენებელზეც გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ექიმების გადაღლილობა და განვახორციელოთ ამაზე კონტროლი. ამ პირობებში ექიმები არიან ყველაზე მძიმე მდგომარეობაში. ასევე მნიშვნელოვანი არის, რომ ჰანს კლუგე გამოეხმაურა საქართველოში მიმდინარე რეფორმას, რაც გულისხმობს ციფრული ჯანდაცვის დანერგვას პირველადი ჯანდაცვის ფარგლებში. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მხარს უჭერს ამ რეფორმას და მზად არიან უფრო აქტიური ჩართულობისთვის“, - აღნიშნა ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

(report)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →