—

მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში გადაჰყავთ

226
მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში გადაჰყავთ
მოსასმენად დააჭირეთ

მიხეილ სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოდან გორის ჰოსპიტალში გადაჰყავთ.

ექსპრეზიდენტმა სასამართლოზე ისარგებლა სიტყვის უფლებით და განცხადება გააკეთა, რის შემდეგაც მან სასამართლოს დარბაზის დაოვების გადაწყვეტილება მიიღო.

7 ნოემბრის საქმის არსებით განხილვა ამ წუთებში მიხეილ სააკაშვილის გარეშე გრძელდება.

ადვოკატ ბექა ბასილაიას განცხადებით, უმჯობესი იქნებოდა ექიმების რეკომენდაციის გათვალისწინება და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სხდომის გადადება.

მოსამართლეთა კოლეგიამ გადაწყვიტა, განხილვა მის გარეშე გააგრძელოს. მოსამართლეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, სხდომა 17:00 საათამდე გაგრძელდება.

„გვაქვს გარკვეული შუამდგომლობები, რომელიც საკმაოდ მოცულობითი და სამსჯელოა. მე დღეს არ მქონდა მოლოდინი, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ამდენი საათის განმავლობაში მისცემდა ჯანმრთელობის მდგომარეობა მიხეილ სააკაშვილს შესაძლებლობას, რომ პროცესზე მონაწილეობა მიეღო და ამხელა სიტყვით წარმდგარიყო საზოგადოების წინაშე. თუ დღეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი არ არის, გადავდოთ პროცესი, თუ მნიშვნელოვანია, გავაგრძელოთ და მზად ვართ წარმოვადგინოთ შუამდგომლობები“, - მიმართა მოსამართლეთა კოლეგიას ბექა ბასილაიამ.

რაც შეეხება მოსამართლეთა კოლეგიის კითხვას შუამდგომლობებთან დაკავშირებით, სააკაშვილმა დარბაზის დატოვებამდე აღნიშნა, რომ ის ადვოკატების პოზიციას დაეთანხმება.

(report.ge)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →