—

მიხეილ სააკაშვილის დედა და ადვოკატები სასამართლოში შეუშვეს

150
მიხეილ სააკაშვილის დედა და ადვოკატები სასამართლოში შეუშვეს
მოსასმენად დააჭირეთ

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მიხეილ სააკაშვილის პროცესი უნდა გაიმართოს, მისი ადვოკატები და დედა, გიული ალასანია ცოტა ხნის წინ შეუშვეს.

აღსანიშნავია, რომ დაცვის მხარე და გიული ალასანია სასამართლოში შესვლის ნებართვას დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში ელოდებოდნენ.

ამასთან დაკავშირებით ადვოკატთა ასოციაციას მიმართა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ, რომ მათ უზრუნველეყოთ, დაცვის მხარეს პროცესზე შესვლის საშუალება ჰქონოდა. ამ მოთხოვნის გაჟღერების შემდეგ, რამდენიმე წუთში, ადვოკატებსა და ბრალდებულის დედას სასამართლოში შესვლის შესაძლებლობა მიეცათ.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ დღევანდელ პროცესზე მედიასაშუალებების მხრიდან დასწრების ნებართვა მხოლოდ საზოგადოებრივ მაუწყებელს ექნება.

ცნობისთვის, სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს, ისმის შეძახილები: „თავისუფლება მიშას!“

(ინტერპრესნიუსი)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →