—

ნიკა გვარამია - მარეგულირებელმა კომისიამ მიიღო უპრეცედენტო ოდენობის ჯარიმის გადაწყვეტილება ჩვენს წინააღმდეგ - არ ვაპირებთ არანაირი თანხის გადახდას, გავასაჩივრებთ სასამართლოში

42
ნიკა გვარამია - მარეგულირებელმა კომისიამ მიიღო უპრეცედენტო ოდენობის ჯარიმის გადაწყვეტილება ჩვენს წინააღმდეგ - არ ვაპირებთ არანაირი თანხის გადახდას, გავასაჩივრებთ სასამართლოში
მოსასმენად დააჭირეთ

დღეს მარეგულირებელმა კომისიამ მიიღო უპრეცედენტო ოდენობის ჯარიმის გადაწყვეტილება ჩვენს წინააღმდეგ, ეს არის 112 ათასი ლარი - არ ვაპირებთ არანაირი თანხის გადახდას, გავასაჩივრებთ სასამართლოში და ვნახოთ, სასამართლო გაუძლებს…

დღეს მარეგულირებელმა კომისიამ მიიღო უპრეცედენტო ოდენობის ჯარიმის გადაწყვეტილება ჩვენს წინააღმდეგ, ეს არის 112 ათასი ლარი - არ ვაპირებთ არანაირი თანხის გადახდას, გავასაჩივრებთ სასამართლოში და ვნახოთ, სასამართლო გაუძლებს თუ არა უკანონობის შესახებ ტესტს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ პრესკონფერენციაზე განცხადა.

მისი თქმით, მარეგულირებელმა კომისიამ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო „მთავარი არხის“ ეთერში გაშვებული ორი კლიპის გამო, რომელიც გვარამიას განმარტებით, წინასაარჩევნო პოლიტიკურ რეკლამებად იქნა მიჩნეული.

„გვინდა განცხადება გავაკეთოთ ჩვენი მედიის, პრაქტიკულად, დახურვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე: დღეს მარეგულირებელმა კომისიამ მიიღო უპრეცედენტო ოდენობის ჯარიმის გადაწყვეტილება ჩვენს წინააღმდეგ, ეს არის 112 ათასი ლარი. დღეს აბსოლუტურად უკანონოდ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ორი კლიპის გამოა: ერთი იყო „სირცხვილიას“ კლიპი, ეს არ არის ჩვენი პროდუქტი, მოტანილი იყო, როგორც სოციალური რეკლამა. მეორე კლიპი იყო „კლავს,“ - აღნიშნული კლიპები ხელისუფლებამ, კომისიამ ჩათვალა წინასაარჩევნო პოლიტიკურ რეკლამად.

ფორმალურადაც და მატერიალურადაც აბსოლუტურად მცდარია ეს გადაწყვეტილება. მიზნად ისახავს ერთადერთს, ჩვენი სარედაქციო და სამოქალაქო პოზიციის გამოხატვის უმკაცრეს შეზღუდვას. ეს არის ცენზურის გადაწყვეტილება და მინდა იცნობდეთ, ივანიშვილის პირად ცენზორებს, თავისუფალი სიტყვის ჯალათებს, რომლებიც აუცილებლად აგებენ პასუხს. ეს არ არის პირველი შემთხვევა. არ ვაპირებთ არანაირი თანხების გადახდას, გავასაჩივრებთ სასამართლოში და ვნახოთ, სასამართლო გაუძლებს თუ არა უკანონობის შესახებ ტესტს“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

İpn.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →