—

ჩაანაცვლებს თუ არა კოვიდმედიკამენტი ვაქცინაციას - განმარტება

32
ჩაანაცვლებს თუ არა კოვიდმედიკამენტი ვაქცინაციას - განმარტება
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტი ვაქცინაციას ვერ ჩაანაცვლებს.

მისივე თქმით, უმჯობესი იქნება, თუ მოსახლეობა მედიკამენტის ქვეყანაში შემოსვლას ვაქცინირებული დახვდება.

"ბოლო პერიოდში ძალიან იმედისმომცემია ახალი კვლევის შედეგები კონკრეტულად ანტივირუსული მედიკამენტების თაობაზე, რომელიც მიმართული იქნება უშუალოდ კორორავირუსის წინააღმდეგ, რადგან სხვა დანარჩენი ყველა მედიკამენტი მოქმედებს ამა თუ იმ თანმხლებ პროცესებზე, რაც შემდეგ იწვევს გართულებასა და არასასურველ შედეგებამდე მივყავართ.

რა თქმა უნდა, ჩვენ მივყვებით ამ სიახლეებს და ვფიქრობთ, რომ, როგორც კი იქნება ავტორიზაცია შესაფერისი, ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ, ჩვენც მაქსიმალურს გავაკეთებთ, რომ მოკლე ხანში ჩვენი მოსახლეობისთვისაც ხელმისაწვდომი იყოს ეს მედიკამენტი. თუმცა ეს მედიკამენტი არამც და არამც არ და ვერ ჩანაცვლებს ვაქცინას. ამ შეთხვევაში ჩვენთვის მთავარი გამოსავალი რჩება ვაქცინა. ამდენად, რაიმე შემთხვევაში თუ მოქალაქეს აქვს იმის მოლოდინი, რომ მედიკამენტი იქნება მალე, რაც სრულად გადაჭრის კოვიდთან დაკავშირებული გართულებების პრობლემას, რა თქმა უნდა, უმჯობესია, რომ ვაქცინირებულები დავხვდეთ ამ მედიკამენტს", - განაცხადა გაბუნიამ "იმედის" ეთერში.

Report.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →