—

სოზარ სუბარი - მიხეილ სააკაშვილი სასჯელს მოიხდის და ამას ყველა დაინახავს

35
სოზარ სუბარი - მიხეილ სააკაშვილი სასჯელს მოიხდის და ამას ყველა დაინახავს
მოსასმენად დააჭირეთ

მიხეილ სააკაშვილი სასჯელს მოიხდის და ამას ყველა დაინახავს - საქართველოს ციხეებში ძალიან ცოტა ადამიანი იხდის სასჯელს, რომელთაც უფრო მძიმე დანაშაული შეიძლება ჰქონდეთ ჩადენილი, - აღნიშნული შეფასება დღეს “ქართული ოცნების“…

მიხეილ სააკაშვილი სასჯელს მოიხდის და ამას ყველა დაინახავს - საქართველოს ციხეებში ძალიან ცოტა ადამიანი იხდის სასჯელს, რომელთაც უფრო მძიმე დანაშაული შეიძლება ჰქონდეთ ჩადენილი, - აღნიშნული შეფასება დღეს “ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა გააკეთა.

სუბარის განცხადებით, დანაშაულები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილს აქვს ჩადენილი, საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მძიმე დამნაშავედ წარმოაჩენს. მისივე თქმით, ნებისმიერ ქვეყანაში უმცირესი დარღვევაც კი ხდება საფუძველი იმისა, რომ ყოფილი პრეზიდენტების, ყოფილი პრემიერებისა და ხშირად მოქმედი პრეზიდენტებისა და პრემიერების მიმართ სისხლის სამართლის დევნა დაიწყოს.

“ამ მიმართულებით შეგვიძლია ისრაელის, ავსტრიის, საფრანგეთისა და გერმანიის მაგალითები ვნახოთ. ჩვენი მასშტაბით მცირე დარღვევებზეც კი, სისხლის სამართლის დევნა იწყება. წარმოიდგინეთ, რომელიმე ქვეყნის პრემიერს ან პრეზიდენტს შეკვეთილი ჰქონდა რომელიმე დეპუტატის სიკვდილამდე ცემა, მისთვის ქონების წართმევა. ასევე მას ფული დაეხარჯა საკუთარი შვილის სწავლაზე, საკუთარი თანაგუნდელების გამაჯანსაღებელ პროცედურებზე, წონის კორექციაზე, ასევე სახელმწიფო თვითმფრინავი გაეგზავნა გერმანიაში იმისთვის, რომ მისთვის მასაჟისტი ჩამოეყვანათ. ამ საკითხებიდან თუნდაც ერთი რომ ყოფილიყო, ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში, პრემიერ-მინისტრს ან პრეზიდენტს პასუხს უსასტიკესად აგებინებდნენ“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

İpn.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →