—

ამირან გამყრელიძე- "დავაკვირდებით, ეს გადაწყვეტილება შეიძლება, გადაიხედოს"

211
ამირან გამყრელიძე- "დავაკვირდებით, ეს გადაწყვეტილება შეიძლება, გადაიხედოს"
მოსასმენად დააჭირეთ

"დაავადებათა კონტროლის ცენტრის პოზიცია იყო სხვა, მაგრამ საკოორდინაციო საბჭომ უმრავლესობით მიიღო ეს გადაწყვეტილება გარკვეული პერიოდით, დავაკვირდებით და შემდგომ შეიძლება, გადაიხედოს". - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის…

"დაავადებათა კონტროლის ცენტრის პოზიცია იყო სხვა, მაგრამ საკოორდინაციო საბჭომ უმრავლესობით მიიღო ეს გადაწყვეტილება გარკვეული პერიოდით, დავაკვირდებით და შემდგომ შეიძლება, გადაიხედოს". - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც დაინტერესდა ხომ არ შეიძლება, შეიცვალოს გადაწყვეტილება, რომელიც კოვიდგადატანილს მუდმივ მწვანე სტატუსს ანიჭებს.

გამყრელიძის განმარტებით, მწვანე პასპორტი მოიცავს ოთხ ინდიკატორს, ესენია: ორჯერადი აცრა, ინფექციის გადატანა, ბოლო 72 საათში ჩატარებული პისიარ ტესტი და ბოლო 24 საათში ჩატარებული ანტიგენის სწრაფი ტესტი.

"როგორც წესი, საკითხი მიიღება კონსენსუსით. ეს იმას არ ნიშნავს, რომ დავადებათა კონტორლის ცენტრი, ან თქვენი მონა-მორჩილი თუ რამეს იტყვის, ეს აუცილებლად უნდა იქნას მიღებული, ეს განიხილება და მერე უმრავლესობის აზრი არის გადამწყვეტი". - ამბობს გამყრელიძე. 

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მოხსნილია ვადები კოვიდ-ინფექციის გადატანის შემთხვევაში და თუ ადამიანს გადატანილი აქვს კოვიდ-ინფექცია, ეს მას მუდმივ სტატუსს ანიჭებს.

(report.ge)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →