—

ნათია თურნავა- როდესაც შეზღუდვა დაწესდება, ასეთ ადამიანებს უნდა მიენიჭოთ უპირატესობა

135
 ნათია თურნავა- როდესაც შეზღუდვა დაწესდება, ასეთ ადამიანებს უნდა მიენიჭოთ უპირატესობა
მოსასმენად დააჭირეთ

როდესაც სხვადასხვა შეზღუდვა დაწესდება ადამიანის სოციუმში აქტიურობასთან დაკავშირებით, მწვანე სტატუსის მქონე ადამიანებს უნდა ჰქონდეთ უპირატესობა არამწვანე სტატუსი მატარებელ ადამიანებთან შედარებით - ამის შესახებ ეკონომიკის…

როდესაც სხვადასხვა შეზღუდვა დაწესდება ადამიანის სოციუმში აქტიურობასთან დაკავშირებით, მწვანე სტატუსის მქონე ადამიანებს უნდა ჰქონდეთ უპირატესობა არამწვანე სტატუსი მატარებელ ადამიანებთან შედარებით - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"პირველი დეკემბრიდან მწვანე პასპორტის მოთხოვნის პარალელურად, სარესტორნო ბიზნესს მოეხსნება ღამის საათების შეზღუდვა, რაც აბსოლუტურად დაბალანსებული და სწორია. ეს გადაწყვეტილება ორი ძირითადი მიზეზით არის განპირობებული. ერთი, ეს არის ის უპირატესობა, რაც უნდა გააჩნდეს დღეს მწვანე სტატუსის მატარებელ ადამიანს. მწვანე სტატუსი არ არის მხოლოდ ვაქცინა, მაგრამ ეს არის ვაქცინირებული, ან კოვიდგადატანილი ან ტესტჩატარებული პირი, რომელიც იმ მომენტში არ წარმოადგენს რაიმე საფრთხეს. როდესაც სხვადასხვა შეზღუდვა დაწესდება ასეთი ადამიანის ზოგადად სოციუმში აქტიურობასთან დაკავშირებით, მათ უნდა ჰქონდეთ უპირატესობა არამწვანე სტატუსი მატარებელ ადამიანებთან შედარებით. მათ შორის, ერთ-ერთია, რომ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ საათზე შევიდნენ რესტორანში, კაფეებში. ეს იქნება მეტი მოტივაცია სხვებისთვის, რომ აიცრან და შეიძინონ მწვანე სტატუსი. მეორე სიკეთე, ეს არის ტურისტული და კერძოდ, სარესტორნო ინდუსტრიის მდგრადობასთან, ფინანსურ მდგომარეობასთან დაკავშირებული" - აღნიშნა მან.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →