—

ეს შეზღუდვები შემსუბუქდება პირველი დეკემბრიდან

118
ეს შეზღუდვები შემსუბუქდება პირველი დეკემბრიდან
მოსასმენად დააჭირეთ

საკოორდინაციო საბჭომ ახალი გადაწყვეტილებები გამოაცხადა, რომელიც რესტორნებს, კინოს, ოპერას, თეატრებსა და უცხო ქვეყნიდან დაბრუნებულ მოქალაქეებს ეხებათ.

საბჭოს გადაწყვეტილებით:

რესტორნებს, რომელთაც პირველი დეკემბრიდან სტუმრების მიღება მხოლოდ მწვანე პასპორტით შეუძლიათ, მუშაობაზე საათობრივი შეზღუდვა მოეხსნებათ ანუ, ისინი შეძლებენ თავისივე გადაწყვეტილების შესაბამისად იმუშაონ იმდენი ხანი, რამდენსაც ჩათვლიან საჭიროდ.

შემსუბუქდა შეზღუდვა თეატრებსა და კინოთეატრებში - 30-დან 50%მდე  მაყურებელთა რაოდენობა კინოთეატრებში, თეატრებსა და ოპერებში;

საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში არიან ვაქცინირებული და ქვეყაანში შემოდიან სახმელეთო საზღვრით თავისუფლდებიან PCR ტესტის წარდგენის ვალდებულებისგან.

საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელის, გიორგი ღიბრაძის განმარტებით, მწვანე სტატუსი ენიჭება ადამიანს, რომელიც არის სრულად ვაქცინირებული, გაკეთებული აქვს აცრის ორი დოზა; აქვს გადატანილი კოვიდინფექცია, ოღონდ ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევიდან უნდა იყოს გასული 14 დღე, კოვიდის გადატანის შემდეგ ე.წ. ჩამკეტი აღარ არის და მას მწვანე სტატუსი ექნება უკვე მუდმივად; თუ ადამიანს აქვს PCR ტესტი 72-საათიანი ვალიდურობის ან ანტიგენის დამადასტურებელი ტესტი 24-საათიანი ვალიდურობის.

მწვანე პასპორტი საჭიროა რესტორნებში, კაფეებში, ბარებში, როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეში. ასევე, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებში, სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულ დაწესებულებებში, სპა ცენტრებში, ფიტნეს დარბაზებში, სასტუმროებში და სამთო კურორტების საბაგირო გზებზე

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →