—

უქმედება თუ არა რესტორნებში სტუმართა რაოდენობაზე დაწესებული შეზღუდვა

121
უქმედება თუ არა რესტორნებში სტუმართა რაოდენობაზე დაწესებული შეზღუდვა
მოსასმენად დააჭირეთ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ რესტორნებთან დაკავშირებული შეზრუდვების მოხსნასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

ნათია თურნავას განცხადებით, სარესტორნე ინდუსტრიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას საათობრივი შეზღუდვის მოხსნის გარდა, კიდევ ერთი რეგულაციის მოხსნა დადგა დღის წესრიგში, რომელიც ეხება ერთ მაგიდასთან ერთდროულად 6 ადამიანზე მეტის განთავსების შესაძლებლობას, თუმცა, თურნავას თქმით, მთავრობა ჯერ დააკვირდება იმას, თუ რამდენად ზედმიწევნით შესრულდება „მწვანე პასპორტთან“ დაკავშირებული რეგულაცია.

"ამ ეტაპზე ჯერჯერობით ეს ნაწილი დავტოვეთ უცვლელად, შევხედოთ ჩვენ ყველამ ერთად, როგორ იმუშავებს და რამდენად ზედმიწევნით შესრულდება ეს "მწვანე პასპორტის" რეგულაცია", - განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით ამ ეტაპზე მთავარია ბიზნეს სექტორს "მწვანე პასპორტების" მარტივად გადამოწმების საშუალება მიეცეთ.

"ჩვენი ამოცანაა, რომ რაც შეიძლება მეტად მარტივი იყოს გადამოწმება, ხდება ეს ჩვეულებრივად სმარტფონებით ან დავუშვათ კომპიუტერის მეშვეობით, ჩვენ ვმუშაობთ რესტორნებთან, რომ უფრო მეტად ტექნიკურად გამართული იყოს. მე არ გამოვრიცხავ, რომ როგორც კი ამოქმედდება ეს სისტემა, გარკვეული ხარვეზები საოპერაციო დონეზე გამოვლინდეს, მაგრამ ამიტომაც გვექნება ჩვენ ყოველდღიური კომუნიკაცია, ჩვენც და ჯანდაცვის სამინისტროსაც, ვინც ამ აპლიკაციაზე მუშაობდა იმ ჯგუფს, რომ გავამარტივოთ და აღმოვფხვრათ სხვადასხვა სირთულე თუ გაჩნდა", - გაანცხადა თურნავამ.

შეგახსენებთ, რესტორნებს, რომელთაც პირველი დეკემბრიდან სტუმრების მიღება მხოლოდ მწვანე პასპორტით შეუძლიათ, მუშაობაზე საათობრივი შეზღუდვა მოეხსნებათ ანუ, ისინი შეძლებენ თავისივე გადაწყვეტილების შესაბამისად იმუშაონ იმდენი ხანი, რამდენსაც ჩათვლიან საჭიროდ.

შემსუბუქდა შეზღუდვა თეატრებსა და კინოთეატრებში - 30-დან 50%-მდე გაიზრდება მაყურებელთა რაოდენობა კინოთეატრებში, თეატრებსა და ოპერებში;

მწვანე პასპორტი საჭიროა რესტორნებში, კაფეებში, ბარებში, როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეში. ასევე, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებში, სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულ დაწესებულებებში, სპა ცენტრებში, ფიტნეს დარბაზებში, სასტუმროებში და სამთო კურორტების საბაგირო გზებზე

(report.ge)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →