—

ნიკა მელია - კვირის ბოლოს კონკრეტულ გეგმას დავდებთ და საზოგადოებას გავაცნობთ, რა არის სამოქმედო სტრატეგია, რომელიც გამარჯვებამდე მიგვიყვანს

24
ნიკა მელია - კვირის ბოლოს კონკრეტულ გეგმას დავდებთ და საზოგადოებას გავაცნობთ, რა არის სამოქმედო სტრატეგია, რომელიც გამარჯვებამდე მიგვიყვანს
მოსასმენად დააჭირეთ

კვირის ბოლოს მეგობრებთან ერთად ძალიან კონკრეტულ გეგმას დავდებთ და საზოგადოებას გავაცნობთ, თუ რა არის ჩვენი სამოქმედო სტრატეგია, რომელიც გამარჯვებამდე მიგვიყვანს , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ…

კვირის ბოლოს მეგობრებთან ერთად ძალიან კონკრეტულ გეგმას დავდებთ და საზოგადოებას გავაცნობთ, თუ რა არის ჩვენი სამოქმედო სტრატეგია, რომელიც გამარჯვებამდე მიგვიყვანს , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ, „ვარდების რევოლუციის“ მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ცოცხალი ჯაჭვის აქცია - პერფორმანსზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ყველაზე მნიშვნელოვანია სტრატეგიული მოთმინება.

„თქვენც, მეც და რუსთაველის გამზირზე მყოფ ბევრ ადამიანს გუშინვე გვინდოდა, რომ ოლიგარქი არ ყოფილიყო დაპატრონებული სახელმწიფო ინსტიტუტებს და ქვეყანას ამოსუნთქვის შესაძლებლობა ჰქონოდა. უახლოეს მომავალში ეს აუცილებლად მოხდება, მაგრამ წუწუნი იმაზე, გუშინ რატომ არ მოხდა, საქმეს ხვალ და ზეგ არ წაადგება. წუწუნი, ხვნეშა და თვითგვემა იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილს „რობოკოპები“ ჰყავს და რატომ ვერ ვერევით, არათუ ვერ ვერევით, ბიძინა ივანიშვილს სისხლისღვრაში არ შევყევით, რადგან იმ ძალისთვის, რომელსაც მორალური და ზნეობრივი საყრდენი გამოცლილი აქვს, ფუფუნებაა, რომ შეჰყვე ისეთ სცენარში, რომელშიც ხელისუფლების შენარჩუნების ერთადერთ ხსნას ხედავენ“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

მისივე თქმით, პოლიტიკოსებს ძალიან აქტიური მუშაობა მოუწევთ.

İpn.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →