—

თავისუფლების მოედნიდან რესპუბლიკის მოედნამდე ცოცხალი ჯაჭვი მოეწყო

31
თავისუფლების მოედნიდან რესპუბლიკის მოედნამდე ცოცხალი ჯაჭვი მოეწყო
მოსასმენად დააჭირეთ

თავისუფლების მოედნიდან რესპუბლიკის მოედნამდე ცოცხალი ჯაჭვი მოეწყო. ცოცხალი ჯაჭვი ვარდების რევოლუციიდან 18 წლისთავზე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა გააკეთეს. მათ ადგილზე მიტანილი აქვთ წითელი…

თავისუფლების მოედნიდან რესპუბლიკის მოედნამდე ცოცხალი ჯაჭვი მოეწყო. ცოცხალი ჯაჭვი ვარდების რევოლუციიდან 18 წლისთავზე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა გააკეთეს. მათ ადგილზე მიტანილი აქვთ წითელი ვარდები, საქართველოს და ევროკავშირის დროშები.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ - “საქართველო”, “მიშა", "თავისუფლება მიშას".

მათივე თქმით, აქციით მათ კიდევ ერთხელ შეახსენეს ხელისუფლებას, რომ ეს დღე ახსოვთ.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ბაჩო დოლიძე განმარტავს, აღნიშნული პერფორმანსით კიდევ ერთხელ აჩვენებენ მსოფლიოს, რომ დღევანდელი დღე კიდევ აქტუალურია.

„საინიციატივო ჯგუფს აქვს ღონისძიება, რომელსაც სიამოვნებით ვუერთდებით. ეს არის პერფორმანსი, რითიც კიდევ ერთხელ მთელ მსოფლიოს ვაჩვენებთ, რომ დღევანდელი დღე, რომელიც ცვლილებებთან და რეფორმებთან ასოცირდება, კიდევ აქტუალურია. აუცილებლად უნდა გაგრძელდეს სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობა, რომელიც მიახლოებული იქნება ევროპულ სტანდარტთან, რომლისკენაც მივისწრაფვით",- აღნიშნავს დოლიძე.

თავისუფლების მოედნიდან რესპუბლიკის მოედნამდე საავტომობილო გზაზე მოძრაობა თავისუფალია. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

İpn.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →