—

მიხეილ სააკაშვილს ამჯერად სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტ-მედიკოსთა ჯგუფის წევრები მოინახულებენ

23
მიხეილ სააკაშვილს ამჯერად სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტ-მედიკოსთა ჯგუფის წევრები მოინახულებენ
მოსასმენად დააჭირეთ

რამდენადაც ვიცი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია. ალბათ, რამდენიმე კვირა გაგრძელდება მკურნალობა და დანარჩენი უნდა გადაწყდეს პაციენტის მდგომარეობის მიხედვით, - ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ შექმნილი…

რამდენადაც ვიცი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია. ალბათ, რამდენიმე კვირა გაგრძელდება მკურნალობა და დანარჩენი უნდა გადაწყდეს პაციენტის მდგომარეობის მიხედვით, - ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტ-მედიკოსთა ჯგუფის წევრმა თენგიზ წულაძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალთან, მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის მონახულებამდე განაცხადა.

წულაძის განმარტებით, ომბუდსმენის ეგიდით შექმნილი ჯგუფის წევრები გაეცნობიან სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ასევე ჩატარებული კვლევის შედეგებს და მის მკურნალ ექიმებს პირადად გაესაუბრებიან.

"უნდა შევაფასოთ როგორ მიმდინარეობს მკურნალობა და რა კვლევებიც ჩატარებულია. თუ სტაბილურია მდგომარეობა, ჩვენ ვიტყვით ამის შესახებ და ამას მისი მკურნალი ექიმებიც მოგახსენებენ. სერიოზული მკურნალობა მიმდინარეობს და რამდენად ხანგრძლივი იქნება, ამის თქმა ძალიან რთულია. ჩვენი მანდატიც ეს არის, რომ საქმეში ჩართულები ვიყოთ, ჩვენ პირდაპირ მკურნალობაში ჩართულები არ ვართ”, - აღნიშნა თენგიზ წულაძემ.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →