—

რა პრობლემები გამოიკვეთა ჰოსპიტალში - ომბუდსმენმა სახელმწიფო ინსპექტორს მიმართა

19
რა პრობლემები გამოიკვეთა ჰოსპიტალში - ომბუდსმენმა სახელმწიფო ინსპექტორს მიმართა
მოსასმენად დააჭირეთ

სახალხო დამცველის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში განთავსების პირობები და გატარებული უსაფრთხოების ღონისძიებები ომბუდსმენის რწმუნებულებმა 20 ნოემბერს შეამოწმეს, რის…

სახალხო დამცველის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში განთავსების პირობები და გატარებული უსაფრთხოების ღონისძიებები ომბუდსმენის რწმუნებულებმა 20 ნოემბერს შეამოწმეს, რის შედეგადაც გარკვეული საკითხები გამოვლინდა.

სახალხო დამცველის განცხადებით, ვიდეოჩაწერის კანონიერების შესწავლის მიზნით, აპარატმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიმართა.

"მიხეილ სააკაშვილის განთავსების პირობები და გატარებული უსაფრთხოების ღონისძიებები სახალხო დამცველის რწმუნებულებმა 2021 წლის 20 ნოემბერს უკვე შეამოწმეს.

პირველადი შემოწმების საფუძველზე გამოვლინდა გარკვეული საკითხები (დასახელდა სასეირნო სივრცისა და ფანჯარასთან დაკავშირებული პრობლემები, სამედიცინო მანიპულაციების ნაწილზე უსაფრთხოების თანამშრომლების დაკვირვება, ვიდეოჩაწერა), რასთან დაკავშირებითაც შედგა მყისიერი კომუნიკაცია შესაბამის უფლებამოსილ პირებთან.

ერთ ეპიზოდში ვიდეოჩაწერის კანონიერების შესწავლის მიზნით, სახალხო დამცველის აპარატმა უკვე მიმართა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს.

პირობებთან დაკავშირებით დასახელებული საკითხების შესახებ სახალხო დამცველის რწმუნებულებმა პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებისგან მიიღეს შესაბამისი რეაგირების პირობა, რისი შედეგებიც ასევე შემოწმდება გონივრულ ვადაში", - აღნიშნულია განცხადებაში.

Report.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →