—

როგორია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

29
როგორია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა
მოსასმენად დააჭირეთ

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრის, ექიმ ელენე გიორგაძის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია.

"დღეს დავამთავრეთ მესამე კრიტიკული დღე. პაციენტიც და ყველა ექიმი ვართ კმაყოფილი. "ჩეპეს" გარეშე გავიარეთ სამივე დღე. დღეს დამატებით კალორაჟი და კვება იყო უფრო გაფართოებული. თავს გრძნობს დამაკმაყოფილებლად, სტაბილურია მისი მდგომარეობა. 

ყველა ანალიზი კეთდება ყოველ დღე, შიმშილის მარკერები ნორმალურია, როგორც იქნა, ცილამაც ნელნელა დაიწყო მოწესრიგება. 

ხვალიდან გადავდივართ უკვე დაკვირვების სტადიაში, ნელნელა გავაფართოებთ კალორაჟს, შევიყვანთ სხვადასხვა პროდუქტს, ეს გაგრძელდება ალბათ ორშაბათამდე, შემდეგ უკვე გადავალთ სულ სხვა კვებაზე. თვითონ თავს გრძნობს უკეთესად.

ნურავის გაგიკვირდებათ, რომ სისუსტე რჩება, თუმცა, ისეთი არ არის, როგორიც შაბათს იყო. სისუსტე რჩება, 50 დღე როდესაც შიმშილობს ადამიანი", - განაცხადა ექიმმა.

Report.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →