—

გიული ასალანია - გაიხსენეთ, რა დღეა ხვალ

26
გიული ასალანია - გაიხსენეთ, რა დღეა ხვალ
მოსასმენად დააჭირეთ

გაიხსენეთ, რა დღეა ხვალ, როდესაც ვარდების რევოლუციის გმირი გისოსების უკან წევს და ფანჯარას აქვს გისოსები, ეს რა თქმა უნდა, არ მომწონს და ვერ ვიქნები კმაყოფილი, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ…

გაიხსენეთ, რა დღეა ხვალ, როდესაც ვარდების რევოლუციის გმირი გისოსების უკან წევს და ფანჯარას აქვს გისოსები, ეს რა თქმა უნდა, არ მომწონს და ვერ ვიქნები კმაყოფილი, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ გორის სამხედრო ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ განაცხადა.

მისივე განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობა ბევრად უკეთესია და სტაციონარულ განყოფილებაში განაგრძობს მკურნალობას.

„მისი მდგომარეობა ბევრად უკეთესია, შედარებაც არ არის იმასთან, რაც წინა შემთხვევაში იყო. ზოგადად არის სუსტად, უჭირს სიარული, ეტყობა კუნთების პრობლემა აქვს. რა თქმა უნდა, რეაბილიტაციას დასჭირდება საკმაო დრო. ექიმები და პერსონალი, ვინც ვნახე, ძალიან მომეწონა და კმაყოფილი ვარ, მაგრამ გაიხსენეთ, რა დღეა ხვალ, როდესაც ვარდების რევოლუციის გმირი გისოსების უკან წევს და ფანჯარას აქვს გისოსები, ეს რა თქმა უნდა, არ მომწონს და ვერ ვიქნები კმაყოფილი. სტაციონარულ განყოფილებაში განაგრძობს მკურნალობას, წევს და ყველაფერი უკეთდება. ოთახი პატარაა, მაგრამ როგორც ჩანს, მეტის შესაძლებლობა არც არის ამ კლინიკაში, სარკმელი გაღებულია, თუმცა აქვს გისოსები, რაც ძალიან დამთრგუნველია“, - აღნიშნა გიული ალასანიამ.

მან ასევე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, განიხილეს თუ არა ინიციატივა სააკაშვილის შემდგომი მკურნალობის მიზნით სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით. გიული ალასანიას განმარტებით, სასჯელის გადავადება არ განუხილავთ, თუმცა საერთო მოთხოვნა არა გადავადება, არამედ სააკაშვილის გათავისუფლება უნდა იყოს.

„ამაზე ჩვენ არ გვისაუბრია, მე საერთოდ თავისუფლებაზე ვილაპარაკებდი. ჩემი სურვილი ასეთია და მიმაჩნია, მოთხოვნაც ასეთი უნდა იყოს საზოგადოების“, - აღნიშნა გიული ალასანიამ.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →