—

ლაშა დამენია - ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანაში შექმნა მარიონეტების გუნდი, რომელიც იმართება თოჯინებივით ბიძინა ივანიშვილის მიერ

26
ლაშა დამენია - ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანაში შექმნა მარიონეტების გუნდი, რომელიც იმართება თოჯინებივით ბიძინა ივანიშვილის მიერ
მოსასმენად დააჭირეთ

ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანაში შექმნა მარიონეტების გუნდი, რომელიც იმართება თოჯინებივით ბიძინა ივანიშვილის მიერ, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი ლაშა დამენია, უცხოური სააგენტო „ბლუმბერგის“ მიერ ყოფილი…

ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანაში შექმნა მარიონეტების გუნდი, რომელიც იმართება თოჯინებივით ბიძინა ივანიშვილის მიერ, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი ლაშა დამენია, უცხოური სააგენტო „ბლუმბერგის“ მიერ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის, ბერმუდის სასამართლოში „კრედიტ სუისის“ წინააღმდეგ დისტანციურად მიცემულ ჩვენებას.

„იმ პირობებში, როდესაც ბიძინა ივანიშვილს ასეთი აგდებული დამოკიდებულება აქვს ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მიმართ, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმ ფაქტზე თუ რა დამოკიდებულება აქვს ზოგადად სახელმწიფოს და ხალხის მიმართ და მნიშვნელოვანია ამის დადასტურება, რომ ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანაში შექმნა მარიონეტების გუნდი, რომელიც იმართება თოჯინებივით ბიძინა ივანიშვილის მიერ,“ - განაცხადა ლაშა დამენიამ.

შეგახსენებთ, რომ მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელიც ბერმუდის სასამართლოსთვის „კრედიტ სუისის“ წინააღმდეგ, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მიერ დისტანციურად მიცემულ ჩვენებას ასახავს. ჩვენებაში ივანიშვილი მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის „ქართუში“ მუშაობის პერიოდსაც ახსენებს და თავად ღარიბაშვილს შემდეგნაირად ახასიათებს:

„ღარიბაშვილი არ იყო ჩემთვის ავტორიტეტი, ღარიბაშვილი არ იყო ჩემთვის ფინანსისტი. წერილები, რომლებიც იგზავნებოდა, იგივე - ჩამოდიოდა დელეგაცია და მას უნდოდა დროის შეთანხმება, იყო ფულის გადარიცხვა და ზარების განხორციელება, შეხვედრის ორგანიზება, თვეში ერთხელ გაეგო ანგარიშზე დარჩენილი თანხები“, - აცხადებს მედიაში გავრცელებულ ვიდეოში ივანიშვილი, ხოლო შეკითხვაზე, რამდენად ჰყავდა ირაკლი ღარიბაშვილი „მდივანივით“, ბიძინა ივანიშვილი პასუხობს: „რაც გინდათ ის დაარქვით, რა სახელითაც გინდათ, იმით მოიხსენიეთ“.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →