—

მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად გიული ალასანია და ლიზა იასკო მივიდნენ

26
მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად გიული ალასანია და ლიზა იასკო მივიდნენ
მოსასმენად დააჭირეთ

გორის ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ექსპრეზიდენტის დედა გიული ალასანია და მისი მეგობარი ქალი, უკრაინელი დეპუტატი ლიზა იასკო მივიდნენ. ისინი კლინიკაში შევლის ნებართვას ელოდებიან.

იასკოს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ პაციენტთან შეხვედრის შესაძლებლობა მიეცემა, ამ შეხვედრის შემდეგ გააკეთებს მედიასთან განმარტებებს.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის დედას გიული ალასანიას მისი თქმით, ის შვილის მონახულებას გუშინაც ცდილობდა, თუმცა არასამუშაო საათების გამო შეხვედრა არ შედგა.

"გუშინ ვიყავი მოსული და არ შემიშვეს სამუშაო საათები დასრულებულიაო და ახლა ვცდილობ, რომ შევიდე, არავითარი ინფორმაცია არ მაქვს, ველოდები რომ შემიშვან," - განაცხადა გიული ალასანიამ.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილთან დღეს ადვოკატები შევლენ. ეს იქნება უფლებადამცველების პირველი შეხვედრა მას შემდეგ, რაც პატიმარი ექსპრეზიდენტი მკურნალობის გასაგრძელებლად ციხის საავადმყოფოდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

დღეს არის მესამე დღე, რაც მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა შეწყვიტა. ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

(report)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →