—

ფრაქცია "ლელო" საპარლამენტო საქმიანობას უბრუნდება

27
ფრაქცია "ლელო" საპარლამენტო საქმიანობას უბრუნდება
მოსასმენად დააჭირეთ

ფრაქცია "ლელო" საპარლამენტო საქმიანობას უბრუნდება. პოლიტიკურმა პარტიამ ბოიკოტი შეწყვიტა და პლენარულ სხდომებს მიმდინარე კვირიდან დაესწრება. მიზეზი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის…

ფრაქცია "ლელო" საპარლამენტო საქმიანობას უბრუნდება. პოლიტიკურმა პარტიამ ბოიკოტი შეწყვიტა და პლენარულ სხდომებს მიმდინარე კვირიდან დაესწრება. მიზეზი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნაა.

"ლელო წყვეტს ბოიკოტს, ვინაიდან ეს ბოიკოტი გამოცხადებული იყო ერთი ძირითადი მიზნით, რაც იყო სააკაშვილის ადეკვატურ ჰოსპიტალში გადაყვანა, რადგანაც ეს მიზანი შესრულებულია, ჩვენ ამ მომენტისთვის ვწყვეტ საპარლამენტო ბოიკოტს და გავაგრძელებთ საპარლამენტო შრომას. იმავე დროს ჩვენ ვაგრძელებთ ოპოზიციურ ბრძოლას ყველა ჩვენ სხადასხვა კოლეგასთან ერთად მათ შორის საპროტესტო აქციებზე, საპარლამენტო ტრიბუნის გამოყენებით, საკრებულოების გამოყენებით, უკლებლივ ყველა მექანიზმის გამოყენებით", - თქვა გრიგოლ გეგელიამ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტეს დეპუტატებმაც, რომლებიც პოლიტიკურ საქმიანობას უბრუნდებიან. 

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →