—

მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის დეტალურად შესწავლის საფუძველზე კონსილიუმის წევრები დღეს დასკვნას დაწერენ

31
მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის დეტალურად შესწავლის საფუძველზე კონსილიუმის წევრები დღეს დასკვნას დაწერენ
მოსასმენად დააჭირეთ

კონსილიუმის წევრებმა, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის დეტალურად შესწავლისა და ჩატარებული კვლევების გაცნობის საფუძველზე შეაჯამეს საერთო მდგომარეობა და დღესვე დაწერენ დასკვნას, რომლის მიხედვითაც გორის სამხედრო ჰოსპიტალი…

კონსილიუმის წევრებმა, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის დეტალურად შესწავლისა და ჩატარებული კვლევების გაცნობის საფუძველზე შეაჯამეს საერთო მდგომარეობა და დღესვე დაწერენ დასკვნას, რომლის მიხედვითაც გორის სამხედრო ჰოსპიტალი იხელმძღვანელებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს გორის სამხედრო ჰოსპიტალთან კონსილიუმის წევრებმა განუცხადეს.

სწორედ კონსილიუმის აღნიშნული დასკვნის თანახმად გაგრძელდება მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა და რეაბილიტაცია.

როგორც კონსილიუმის წევრმა, ექიმმა ნინო შარაშენიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პაციენტის მდგომარეობა უკეთესია. მისივე განმარტებით, შეაფასეს პაციენტის თერაპიული სტატუსი, დასახეს ლაბორატორიული კვლევების შემდგომი სქემა, შეიმუშავეს მკურნალობის ტაქტიკა, მედიკამენტები.

ამასთან, ნევროლოგი სანდრო ცისკარიძე იმედოვნებს, რომ ადეკვატური მკურნალობის ფონზე სააკაშვილის მდგომარეობა არ დამძიმდება. მისივე თქმით, ე.წ.რეფიდინგის პროტოკოლი შეთანხმებულია. რაც შეეხება პაციენტის ნევროლოგიურ სტატუსს, ცისკარიძის თქმით, გუშინდელთან შედარებით გარკვეული და პოზიტიური დინამიკა აღინიშნება.

İpn.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →