—

ევროპარლამენტარები - ევროკავშირმა სერიოზულად უნდა განიხილოს სანქციები იმ ინდივიდუალური პირების წინააღმდეგ, რომლებმაც დაუშვეს მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა

5
ევროპარლამენტარები - ევროკავშირმა სერიოზულად უნდა განიხილოს სანქციები იმ ინდივიდუალური პირების წინააღმდეგ, რომლებმაც დაუშვეს მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა
მოსასმენად დააჭირეთ

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით შუალედური ზომების მიღების ფორმით ჩაერთო, მიგვაჩნია, რომ ევროკავშირმა უნდა მიიღოს სასწრაფო ზომები, რადგან…

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით შუალედური ზომების მიღების ფორმით ჩაერთო, მიგვაჩნია, რომ ევროკავშირმა უნდა მიიღოს სასწრაფო ზომები, რადგან არსებობს გამოუსწორებელი ზიანის გარდაუვალი რისკი, - ამის შესახებ ნათქვამია წერილში, რომლითაც 23 ევროპარლამენტარი ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლეინს, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ ხელმძღვანელს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს მიმართავენ.

ევროპარლამენტარები მიიჩნევენ, რომ ევროკავშირმა სერიოზულად უნდა განიხილოს სანქციების დაწესება იმ პირების წინააღდეგ, რომლებმაც დაუშვეს მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა.

„ევროკავშირმა სერიოზულად უნდა განიხილოს სანქციები იმ ინდივიდუალური პირების წინააღმდეგ, რომლებმაც დაუშვეს მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა,“- აღნიშნულია წერილში.

„ჩვენ, ხელმომწერი ევროპარლამენტარები გამოვხატავთ უდიდეს შეშფოთებას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით, რომელიც გლდანის ციხის სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება. მივიღეთ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მის ჯანმრთელობას 

საფრთხე ემუქრება, ასევე მის მიმართ საქართველოს ხელისუფლებისა და სხვა პატიმრების მიერ არასათანადოდ მოპყრობის შესახებ,“- აცხადებენ ევროპარლამენტარები.

წერილში აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველმა და ექიმების კომიტეტმა დაადგინა, რომ გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულება სათანადოდ არ არის აღჭურვილი იმისთვის, რომ შესაბამისი სამედიცინო მომსახურება გაეწიოს.

„მიუხედავად იმისა, მიხეილ სააკაშვილი არის თუ არა დამნაშავე მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებში, მისი უფლებები და ღირსება დაცული უნდა იყოს. როგორც ამჟამად ჩანს, მას ადეკვატურ სამედიცინო მკურნალობაზე უარს პოლიტიკური მიზეზის გამო ეუბნებიან. მეტიც, საქართველოს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მას უარი უთხრა, თბილისის საქალაქო სასამართლოში საკუთარ პროცესს დასწრებოდა.

ის ფაქტიც, რომ ევროპელ პოლიტიკოსებს უარი უთხრეს სააკაშვილის ციხეში მონახულებაზე, უაღრესად შემაშფოთებელია.

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით შუალედური ზომების მიღების ფორმით ჩაერთო, მიგვაჩნია, რომ ევროკავშირმა უნდა მიიღოს სასწრაფო ზომები, რადგან არსებობს გამოუსწორებელი ზიანის გარდაუვალი რისკი,“- აღნიშნულია წერილში.

İpn.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →