—

ელენე ხოშტარია შიმშილობას წყვეტს

23
ელენე ხოშტარია შიმშილობას წყვეტს
მოსასმენად დააჭირეთ

დეპუტატი ელენე ხოშტარია შიმშილობას წყვეტს. მისი განცხადებით, მიხეილ სააკშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა გახდება ამ გადაწყვეტილების საფუძველი.

„გორის კლინიკაში უსაფრთხოდ გადაყვანა არის ამ შემთხვევაში გამოსავალი მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის თვალსაზრისით, ამიტომ ეს არის საფუძველი ჩემი შიმშილობის შეწყვეტის.

ველოდები ექიმს და ასევე ველოდები, რა თქმა უნდა, გადასვლის პროცესს. მე სიმართლე გითხრათ მინდოდა ძალიან სწრაფად განცხადების გაკეთება, მაგრამ ვუწევდი ანგარიშს ადამიანს, რომელიც ცუდად არის. დამატებითი ბარიერებით ნუ შევაფერხებთ ამ პროცესს და მე ველოდები ახლა ექიმს და გავყვები ექიმის რეკომენდაციებს. მე ვისურვებდი, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის პროცესი ძალიან სწრაფად და გამჭვირვალედ დაიწყოს და მან ამაზე თანხმობა განაცხადოს. მისი სიცოცხლე და ქვეყანაში მშვიდობა საფრთხეშია. ჩვენ ამ გადაწყვეტილებით გვაქვს საშუალება გამოვიდეთ არა მთლიანად კრიზისიდან, არამედ გადაჩეხვის საფრთხიდან", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ცნობისთვის, ელენე ხოშტარია პარლამენტის შენობაში მე-17 დღეა შიმშილობს.

İpn.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →