—

ირაკლი კობახიძე: სააკაშვილის შიმშილობა არის ტოტალური „ფეიკი“

61
ირაკლი კობახიძე: სააკაშვილის შიმშილობა არის ტოტალური „ფეიკი“
მოსასმენად დააჭირეთ

ჩვენ ვართ აბსურდის თეატრში - ადამიანი შიმშილობს, რომ შიმშილობის შემდეგ ჰქონდეს უკეთესი მკურნალობა - სააკაშვილის შიმშილობა არის ტოტალური „ფეიკი“, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი…

ჩვენ ვართ აბსურდის თეატრში - ადამიანი შიმშილობს, რომ შიმშილობის შემდეგ ჰქონდეს უკეთესი მკურნალობა - სააკაშვილის შიმშილობა არის ტოტალური „ფეიკი“, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, უკეთესი ჯანდაცვის მოთხოვნა სააკაშვილის მხრიდან მხოლოდ საბაბია.

„მსოფლიო ისტორიაში არ მომხდარა ასეთი რამ, რომ ადამიანი შიმშილობს შიმშილობის საფუძველზე უკეთესი მკურნალობის მოთხოვნით. შიმშილობა გულისხმობს იმას, რომ ყველაფერზე მიდიხარ და სააკაშვილი შიმშილობს, რომ ჰქონდეს შიმშილობის საფუძველზე უკეთესი მკურნალობა, ეს არის საბაბი, მსოფლიო ისტორიაში პირველი მოვლენა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ აბსურდის თეატრში. რაც ხდება დღეს აბსურდის თეატრია, რომ ადამიანი შიმშილობს, რომ შიმშილობის შემდეგ ჰქონდეს უკეთესი მკურნალობა,“ - განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, დაიჯერეს თუ არა, რომ სააკაშვილი რეალურად შიმშილობს, თუ ამას ისევ „ფეიკს“ უწოდებენ, კობახიძე აღნიშნავს, რომ სააკაშვილის შიმშილობა არის ტოტალური „ფეიკი“.

„არაფერი დაგვიჯერებია, გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია, თუ რა ხდება და როგორ ხდება. შიმშილობის 50- ე დღე რომ აწერია თქვენს ტელევიზიებს, ამით არის ყველაფერი ნათქვამი. ეს ნიშნავს იმას, რომ სააკაშვილის შიმშილობა არის ტოტალური „ფეიკი“, - განაცხადა კობახიძემ.

(ინტერპრესნიუსი)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →